ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. სააგენტო ინფორმაციას გათავისუფლებულ მძევალზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

Katana . ფული თუ უნდოდა, "პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში" ვერ შეიჭრა? - კეზერაშვილი გადაუხდიდა...
3 წლის უკან