თვითმხილველი: თავდამსხმელს სავარაუდოდ, 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი

თვითმხილველი: თავდამსხმელს სავარაუდოდ, 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი.

თვითმხილველის თქმით, შენობაში 1 შეიარაღებული თავდამსხმელია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე კლიენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.