სერგი კაპანაძე:  რამდენიმე გამდიდრებული, გაქსუებული ბიზნესმენი ამ ქვეყანაში ამინდს არ ქმნის, ამინდს ქმნის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია

სერგი კაპანაძე:  რამდენიმე გამდიდრებული, გაქსუებული ბიზნესმენი ამ ქვეყანაში ამინდს არ ქმნის, ამინდს ქმნის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია

ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც გუშინ და გახარიასა და ივანიშვილის მთავრობას გუნდრუკს უკმევდა, ძალიან მალე სხვანაირად აჭიკჭიკდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარტიის მიერ გამართულ „ავტომარშზე "დაუპიპინე ბიძინას" განაცხადა.

მისივე თქმით, ხმაური იმის გარანტიაა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება.

„თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, კარგად ისმის თავისუფლების მოედანზე. ამდენი ადამიანი იმისთვის გამოვიდა, რომ ივანიშვილს სიგნალი მისცეს, თავისი პროტესტი დააფიქსიროს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა. ეს ხმაური იმის გარანტიაა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება და ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც გუშინ და გუშინწინ გუნდრუკს უკმევდა გახარიასა და ივანიშვილის მთავრობას, ძალიან მალე სხვანაირად აჭიკჭიკდება, იმიტომ, რომ მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე გამდიდრებული, გაქსუებული ბიზნესმენი ამ ქვეყანაში ამინდს არ ქმნის, ამინდს ქმნის - აი, ეს ხალხი, რომელიც გაბრაზებულია", - განაცხადა კაპანაძემ.

„ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში „დაუპიპინე ბიძინას" გამართა.

ავტომარში დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე გაიმართება.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.