ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი

ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი

დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა.

გადაცემაში სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ საუბარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაიწყო, რომელიც დავით გარეჯის საკითხს უკავშირდება.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლეებამ გარეჯთან დაკავშირბით გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამაზე არავისთან არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ემუქრება კიდევ ერთი მძიმე ბრალდება სახელმწიფოს ღალატის, მაგრამ ნაცმოძრაობასთან ერთად გამოდიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. რა აერთიანებს ამ ოპოზიციურ პარტებს? აერთიანებს ის, რომ ესაა ის პოლიტიკური კლასი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 20 წლის განმავლობაში“, - დასძინა სოციოლოგმა.

ვაკა გორგილაძის თქმით, ანუ ოპოზიციას საერთო დანაშაული აერთიანებს და ამდენად, ამ თემაზე უპირობო კონსენსუსი აქვთ.

ლალიაშვილის განცხადებით კი ამდენად, ყველა ოპოზიციური გაერთიანება დადგა ერთ აზრზე და გადაწყვიტეს, რომ დაბრენდონ გარეჯის საქმე და მას „კარტოგრაფების საქმე“ დარქვან.

„მთელი ეს კოჰორტა შეიკრა და მთავარი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი დაკნინდეს. ქილიკობენ ამ ახალაღმოჩენილ მასალებსა და გარემოებებზე, რუკებზე, კარტოგრაფიულ მასალებზე.

თუ აქამდე ყველა ბრალდება, რაც ნაცმოძრაობაზე იყო, ეთიკის ნაწილი იყო: ცოცხები, დარბევა, ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, ახლა მოხდა რა? - დავით გარეჯი არის მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად არის სახელმწიფო საზღვარი. ახლა უკვე ეს ბოლო ბრალდება, ალბათ, ყველაზე მძიმე და მძაფრი ბრალდებაა. ეს არის სახელმწიფოს ღალატი, სხვათაშორის, ის მუხლი, რომელიც მათ ძალიან წარმატებით ამოიღეს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.