ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა ძალამ თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა ძალამ თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი

ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა პარტიამ ტერიტორია ჩააბარა და თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი. ვიღაცისთვის დავით გარეჯი სიწმინდე, გარდა ამისა, ეს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლიცაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს სუვერენიტეტისა და მოქალაქის თემაა. არადა 2003 წელს მათი ლოზუნგი იყო სწორედ მოქალაქე, რომელიც უპირისპირდება კორუმპირებულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

„ზურაბ ნოღაიდელის აღიარებითი ჩვენება გამაოგნებელია ორი რამის გამო. პირველი - ის აბსოლუტურად არის დაკარგული ცნობიერებაში, არანაირი განცდა არაა არც კულტურის, არც მეცნიერების, არც იურისდიქციის. უპირობო კონსენსუსი ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის ჩაბარებული. ნოღაიდელი პრემიერის პოსტს 2007 წელს იკავებდა, ამიტომ აქედან გამომდინარეობს ის, რომ ღალატის მთელი სერია სწორედ დავით გარეჯით იწყება - ჯერ ჩააბარეს დავით გარეჯი, შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სვლა წინა ხელისუფლებისთვის. როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა პარტიამ ტერიტორია ჩააბარა და თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი. ვიღაცისთვის დავით გარეჯი სიწმინდე, გარდა ამისა, ეს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლიცაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს სუვერენიტეტისა და მოქალაქის თემაა. არადა 2003 წელს მათი ლოზუნგი იყო სწორედ მოქალაქე, რომელიც უპირისპირდება კორუმპირებულ ხელისუფლებას“, - განაცხადა შათირიშვილმა.