„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის თქმით, დღეს ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრაზე მიიღო დაპირება, რომ ლარის გაცვლითი კურსის საკითხზე მსჯელობა გაიმართება.
„არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც უნდა ჩამოყალიბდეს ეს ქვეყანა, თუ რას ვაპირებთ ლართან მიმართებაში - იქნება სუსტი ლარის პოლიტიკა თუ ძლიერი ლარის პოლიტიკა. მივიღეთ მზაობა, რომ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორია პოლიტიკა - სუსტი ლარი, თუ ძლიერი. ჩვენ ძლიერი ლარის მომხრე ვართ“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხი ალბათ განხილული უნდა იყოს როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთანაც.