სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე: საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი

სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე: საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი

საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი, - ამის შესახებ სერგი კაპანაძემ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, პროკურატურას ამის დასამტკიცებლად არგუმენტები არ გააჩნია.

„არაფერი ხელმოსაჭიდი, აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი პროკურატურას არ გააჩნია და საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აძლევდა აზერბაიჯანს არის უბრალოდ არასწორი. ყველა ფაქტი მიუთითებს სხვა რამეზე. თუ არსებობს განცხადებები, სადაც არის საუბარი, რომ დავით გარეჯის დიდი კომპლექსის რამდენიმე ძეგლი არის ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება აზერბაიჯანი მხრიდან, ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ასე არის“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ქრონიკამ“ ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.