ფეისბუქ-მომხმარებელი ბექა კემულარია, შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეიძლება ადამიანს ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ ვინმემ ნაცი მიწოდოს, ვერ ვაპატიებ, პირდაპირ ღირსების შელახვად-უპატიებელ შეურაცხყოფად მივიღებ, რადგან ნაცობა არის "მამული, ენა, სარწმუნოების" - სამივე მცნების ღალატი.
ნაცშნირობა, არჩევნებზე 5-იანის შემოხაზვა, არამარტო ღირსების შელახვა, წინაპრების ხსოვნის შებღალვა და შთამომავლობისთვის სამარადისო, მოუშუშებელი იარის დატოვებაა.
ქოცი მიწოდეთ, თუ გნებავთ, შეურაცხყოფად ნამდვილად არ მივიღებ და მიმდინარე არჩევნებზეც ქართული ოცნების გარდა სხვა არავინაა, ვისაც ქვეყნის მართვას ვანდობ.
მე გადაწყვეტილი მაქვს, არჩევნებზე ხმას ვაძლევ ქვეყნის სწორი განვითარების გარანტს - ბიძინა ივანიშვილს - ქართულ ოცნებას.
ჩემი ხმა 41-ს - ქართულ ოცნებას“.