ირაკლი კობახიძე უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებასა  და ,,Ipsos

ირაკლი კობახიძე უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებასა  და ,,Ipsos"-ის კვლევებზე:  როგორც ჩანს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო ნაცმოძრაობასა და გაბუნიას საქმეს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ფილმზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას შეეხება.

„ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო ნაცმოძრაობასა და გაბუნიას საქმეს შორის. მაგრამ ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბებები ეს რომ მიხეილ სააკაშვილის და  ნაცმოძრაობის ხელწერაა, ყველამ ძალიან იცის და საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცეები უკრაინას. როგორც ჩანს ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.