საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4726 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2817 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1672 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.