კახა იშხნელი: მკაცრად განისაზღვრება ის კონტიგენტი, რომელიც დარჩება სტაციონარში

კახა იშხნელი: მკაცრად განისაზღვრება ის კონტიგენტი, რომელიც დარჩება სტაციონარში

ბინაზე სამკურნალოდ დარჩენილი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ ეტაპზე გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ყველა გამოგვეკვლია და ბოლომდე გვემკურნალა, მაგრამ დღევანდელ დღეს, რეალობიდან გამომდინარე ამის ფუფუნება არც ერთ სახელმწიფოში და არც საქართველოში არ არსებობს. ამიტომ მკაცრად განისაზღვრება ის კონტიგენტი, რომელიც დარჩება სტაციონარში, ხოლო დანარჩენს შევძლებთ რომ სახლში ვუმკურნალოთ", - აღნიშნა კახა იშხნელმა.