პაატა იმნაძე: რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას

პაატა იმნაძე: რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო... ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვიტარებიდან გამომდიარე პაატა იმნაზე ხალხს მოუწოდებს დაიცვან ის ელემენტარული რეკომენდაციები რასაც ისინი გასცემენ.

„ვა­ტა­როთ ნიღ­ბე­ბი და და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია. ჩემ­ზე უკე­თე­სად ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, ხუთი პრინ­ცი­პი ჩა­მოთ­ვა­ლა: ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, მცი­რე შეკ­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვერ ავ­ცდე­ბით, ოღონდ - ღია სივ­რცე­ში, და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა. ასე შეგ­ვიძ­ლია კო­რო­ნა­ვირუსს ვებ­რძო­ლოთ.“

მისივე თქმით, პანიკა ორგანიზმისთვის ყველაზე სახიფატოა ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

„პა­ნი­კა არას­დროს არის სა­სარ­გებ­ლო, იმი­ტომ, რომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს. პა­ნი­კა ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. და ვი­საც არ სჯე­რა, რა უნდა ვუ­თხრა? რა­ღა­ცას რომ ვი­ტყვი, ამ­ბო­ბენ, გვა­ში­ნებ­სო. მე არა­ვის ვა­ში­ნებ. რა ვუ­ყოთ, ვი­საც არ სჯე­რა, ოღონდ სხვას ნუ შე­უქ­მნის საფრ­თხეს და თვი­თონ რაც უნდა, ის ქნას. გახ­სოვთ, რო­გორ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ, რა­ტომ გვაწ­ვე­ნენ ყვე­ლას სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო? ახლა ვამ­ბობთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა დაწ­ვეს მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი და ახლა ამა­ზე გვაკ­რი­ტი­კე­ბენ! ჯერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ კრი­ტი­კო­სე­ბი, რას გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და მერე მათ კლი­ნი­ცის­ტე­ბი უპა­სუ­ხე­ბენ.“ - განაცხადა პაატა იმნაძემ