წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მმართველი გუნდის კანდიდატებმა, აღნიშნულ ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა დ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აგრეთვე, მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზები დასახეს. შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა იმ წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე ბათუმის მასშტაბით განხორციელდა და სამომავლოდ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებასაც დაჰპირდა.