ერეკლე ჩეკურიშვილის დედის, ნინო ჩეკურიშვილის ბრალდებას თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პასუხობს.

ერეკლე ჩეკურიშვილის დედის, ნინო ჩეკურიშვილის ბრალდებას თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პასუხობს.

მისი თქმით, ექიმი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ უვლიან პაციენტს სახლში. ლევან რატიანმა განაცხადა, რომ როდესაც პაციენტი მათი კლინიკიდან გაეწერა, მისი მდგომარეობა იყო სტაბილური.

"ეს ბავშვი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს სამწუხაროდ ვეგეტატიურ მდგომარეობაში. თავის ტვინის ტრავმა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით. ეს ბავშვი არის გასტროსტრომაზე. ჩვენგან გაეწერა აბსოლუტურად სტაბილური ჰემოდინამიკის პარამეტრებით, თავისი ლაბორატორიული კვლევებით. სავარაუდოდ კვებავდნენ გასტოსტრომით და მიაწვნენ ეტყობა შპრიცით, ამოუვარდა გასტროსტრომა და მუცელში ჩაეღვარა საკვები. მაგდა რურუა ან ლევან რატიანი რა შუაშია საერთოდ. არ მაქვს თავი, თორემ ამ ქალბატონს აუცილებლად ვაგებინებდი პასუხს სისხლის სამართლებრივად. მესმის რომ გამწარებულია, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ექიმს ჩირქი შეაცხო", - განუცხადა Report.ge-ს ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ერეკლე ჩეკურიშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ექიმ მაგდა რურუას უყურადღებობის გამოა ჩავარდნილი.

მისი თქმით, მან მიმართა კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

"სახელგანთქმული კლინიკა და ცნობილი ლევან რატიანი, რომელსაც ვთხოვე პირადად მიეხედა სიმწრით და დიდი ბრძოლით გადარჩენილი ერეკლესათვის იმ საშინელ დღეებში დაგვაბრუნა, იმ მძიმე მდგომარეობაში. უკვე მიჭირს თავის კონტროლი მეორედ მიკლავენ შვილს. ძალიან მძიმე დღეში ვარ, თავს ვერ ვერევი. მაგდა რურუა ჩემ ერეკლეს რომ რამე მოუვიდეს შენი უყურადღებობის გამო გადაგაყოლებ თან", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ჩეკურიშვილი.