უსინათლო გოგონამ, ნატალია პისარენკომ, კრიტიკული შინაარსის ღია წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა გაეუქმებინა ე.წ. "დიმა იაკოვლევის" კანონი, რომელიც ამერიკელებს რუსი ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს.
იაკოვლევის კანონი რუსეთის დუმამ ამერიკული "მაგნიცკის აქტის" საპასუხოდ მიიღო. კანონს სახელი დაერქვა დიმა იაკოვლევის, ამერიკელი წყვილის მიერ შვილად აყვანილი რუსი ბიჭუნას საპატივცემულოდ, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ახალი მშობლების უყურადღებობის გამო, მანქანაში დახუთვისგან გაიგუდა.კანონს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთის მხრიდან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონი ბავშვების პირდაპირ დისკრიმინაციას ახდენს.კანონის გასაპროტესტებლად რუსეთში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა, სადაც უკმაყოფილო დემონსტრანტებმა პუტინი ბიბლიურ მეფე ჰეროდეს შეადარეს.
ამავე აზრებითაა განმსჭვალული ნატალია პისარენკოს ღია წერილიც, რომელიც სარკასტული მანერით აღწერს პუტინის ბრძოლას "ამერიკულ ბოროტებასთან". გოგონას აზრით, სამთავრობო პოლიტიკის ამ უაზრო და სულელური გამოვლინების წყალობით უამრავი ბავშვი დაიტანჯება, განსაკუთრებით კი ობოლი და უნარშეზღუდული ბავშვები. "რუსეთში ინვალიდ ბავშვს შვილად არ იყვანენ, რადგან მათი მოვლის თავი არ აქვთ, ქვეყანაში ხომ თანამედროვე სამედიცინო სისტემა არ არსებობს. ასეთი მიდგომის გამო ინვალიდი ობლები ხშირად 20 წლამდე ასაკში იღუპებიან." - აცხადებს ნატალია და მაგალითად საკუთარი მწარე გამოცდილება მოყავს: "რუსეთში ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამისვეს, მაგრამ გერმანიაში ეს შეძლეს, ოპერაციის გაკეთებას კი მალე ამერიკაში ვაპირებ. რუსი ექიმებისთვის მე კვლავაც ამოუცნობი და განუკურნებელი სიბრმავის დიაგნოზის მაგალითი ვრჩები. მალე, ბედისწერის წყალობით, მე მხედველობა აღმიდგება და ეს მოხდება ჩვენს "მტერთან", ამერიკაში. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ერთ სახელმწიფო საიდუმლოებას გაგიმხელთ: ქვეყანას საკუთარი ბავშვების მკურნალობის ფული არ აქვს!- წერს პისარენკო და იქვე კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის:
"ბატონო პრეზიდენტო, იქნებ კიდევ ერთი ბრძნული სიურპრიზი მოგეწყოთ ხალხისთვის, რომელიც ამ ჯერზე ნამდვილად არ გამოვიდოდა ქუჩებში: იშვილეთ ხუთი, ათი ინვალიდი ბავშვი, და ჩვენც მოგბაძავდით"
სულ რამდენიმე დღეში პისარენკოს წერილი უზარმაზარ ინტერნეტ-ჰიტად იქცა, ახლა მასზე მსოფლიო პრესის ყველაზე პრესტიჟული გამოცემებიც წერენ, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად წერილის არაფორმალურობისა, პუტინი მას აუცილებლად განიხილავს. მიუხედავად ამისა, გოგონა საკუთარ ბლოგზე სინანულით სავსე წერილებს აქვეყნებს, რადგან მისი მშობლები როსტოვში, ადგილობრივ საკრებულოში "სასაუბროდ" დაიბარეს. "მამა ამბობს, რომ ჩვენზე ზეწოლას დაიწყებენ. მგონი არ უნდა გამეკეთებინა ეს- მეთქვა რასაც ვფიქრობდი" - ნათქვამია მის ბოლო წერილში.