16 ოქტომბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის, ანუ ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ.
ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ აქციაზე დღეს არ იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, რადგან მამამისი გურამ ვარშალომიძე გუშინ კორონავირუსით გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ნაცმოძრაობამ ხალხმრავალი აქცია უპრობლემოდ ჩაატარა.
არადა, სწორედ გუშინ აჭარაში ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 16 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გადატვირთულია კოვიდკლინიკები, ათასზე მეტი ადამიანი სახლში მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით.