საქართველოს ყარაბაღის ომის საფრთხე ყოველდღიურად უახლოვდება - რას ნიშნავს კახეთში ჩამოვარდნილი დრონები?

საქართველოს ყარაბაღის ომის საფრთხე ყოველდღიურად უახლოვდება - რას ნიშნავს კახეთში ჩამოვარდნილი დრონები?

საქართველოს ყარაბაღის ომის საფრთხე სულ უფრო უახლოვდება. კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მფრინავ დრონებს შემთხვევით გადაურჩნენ. ძლიერი აფეთქებების ხმა 10-წუთიანი შუალედით, უდაბნოს გარდა ყვარელში, სოფელ სანავარდოსთან ახლოს ისმოდა. კანდელაკების ვენახში ჩამოვარდნილმა ჭურვის მსგავსმა მოწყობილობამ 5 მეტრის რადიუსზე მცენარეები გაანადგურა. ამ დრომდე დაუდგენელი აპარატის ჩამოვარდნას იმდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რომ წნევა დაცემის წერტილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე გავრცელდა.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ომი რაც უფრო დროში გაიწელება, საქართველოსთვის ეს რამდენიმე მიმართულებით უმძიმეს შედეგს ჰპოვებს და სერიოზულ დარყმას მოგვაყენებს. მეორეც, ქვეყანას ნეიტრალური პოზიიცის შენარჩუნება გაუჭირდება და, ადრე თუ გვიან, გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე, შესაძლოა, ომის მონაწილე მხარედაც იქცეს. ამის მაგალითად კი, ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოჰყავთ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მილის დაბომბვის ფაქტი და ასევე კახეთის ორ სასაზღვრო სოფელში უპილოტო საფრენი აპარატების ერთროულად ჩამოვარდნა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა, ეს მესამე ქვეყნის მხრიდან გარკვეული და მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ყარაბაღის ომში ჩათრევის მიზანს ემსახურება.

უცხოური მედიის ინფორმაციით კი, რუსეთმა სომხეთში არსებული გიუმრის სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავით რუსი ჯარისკაცები გადასხა. ასევე სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გიუმრის ბაზაზე რუსებმა ახალი რადიო ელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებების გამოცდა დაიწყეს, რომლითაც უპილოტო საფრენ აპარატებს ხელში იგდებენ და ანადგურებენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ მათ მიერ მოხდა კახეთში აზერბაიჯანის შეიარაღებაში შემავალი უპილოტო საფრენი აპარატების კახეთში ჩამოგდება და მიმართულეების შეცვლა.

ანალიტიკოსები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომს საქართველოს პერსპექტივიდან რამდენიმე ასპექტის გამო განსაკუთრებულად საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ერთ-ერთია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობ და გაზსადენების დაზიანების საფრთხე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ჩაერთვება. ასევე რუსეთი საქართველოს ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მოსთხოვს.

რუსეთი ვითომ ყარაბაღის ომში ნეიტრალურია, მაგრამ თავის სტრატეგიას მისდევს - რა ამოძრავებს კრემლს? რა ამოძრავებს თურქეთს? განსაცდელში „მოძმე ერის“ არმიტოვების კეთილი ნება თუ საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში?

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა ცალმხრივი. ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში სომხეთი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაშიც დაადანაშაულა.

საქართველო კი ამასობაში დიდი საფრთხის წინაშე დგას.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი“ ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამტკიცებს, რომ ფოტო და ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, უკვე შეიძლება წინასწარ იმის თქმა, საფრენი აპარატი რომელი ქვეყნის შეიარაღებას ეკუთვნის. მისი თქმით, ეს საფრენი აპარატი ისრაელის წარმოების დრონი კამიკაძეა და მას „ჰაროპი“ ქვია. ის აზერბაიჯანის შეიარაღებაშია და მას ყარაბაღის ომში აქტიურად იყენებს. თუმცა დრონების ჩამოგდების უკან რუსულ კვალს ხედავს და ამბობს, რომ მათ მიმართულება რადიოაქტიური საბრძოლო ტექნიკით შეუცვალეს, რომელიც რუსეთს აქვს და გიუმრის ბაზიდან მას უკვე ცდიან.

„რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით რუსეთმა მოახერხა, რომ დრონების მართვა ხელში ჩაეგდო, მწყობრიდან გამოეყვანა და აბსოლუტურად სხვა მხარეს მიემართა. სხვანაირად ვერ იხსნება ის ფაქტი, რომ დრონები, რომლებიც მთიან ყარაბაღში უნდა გაფრენილიყვნენ, 100-ზე და უფრო მეტი კილომეტრით დაშორებით ჩვენს საზღვარზე აღმოჩდნენ.

გიუმრის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ვიცით სომხეთში მდებარეობს, რუსებმა ახალი რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებები ჩაიტანეს. ის აამოქმედეს და მათი ფუნქციაა, რომ ყველა რადიოელქტრონული საფრენი აპარატების მოქმედებების დაზვერვა და მარშუტის დადგენა მოხდეს. ხოლო უპილოტოების შემთხვევაში, მათი მოშლა, ხელში ჩაგდება და ჩამოგდება მოახერხონ“, - აცხადებს ალადაშვილი for.ge-სთან.

საერთაშორისო და ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ყარაბაღის ომი რაც უფრო დროში გაიწლება, საქართველოს საფრთხე მით უფრო მოუახლოვდება და ჩვენს ქვეყანას ამ ომში ნეიტრალური პოზიიცის დაკავება გაუჭირდება. მისი თქმით, გარკვეული სახის პროვოკაციები იქნება, რომ ქვეყანა ყარაბაღის ომში მხარე გახდეს და ეს კონფლიქტი გვინდა თუ არა - შეგვეხება. ამის ნათელ მაგალითად კი ბატიაშვილს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმილსადენის დაბომბვა და ასევე კახეთის ორ სოფელში მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნა მოჰყავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში მათი შემოჭრა ბევრ კითხვებს ბადებს და საკმაოდ საშიში პროვოკაციის წინაშე გვაყენებს.

„12 დღეა ეს კონფლიქტი მიდის და, სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლია. საქართველოს საკმაოდ სწორი პოზიცია უჭირავს ეროვნული მოძრაობიდან დღემდე. ეს კონფლიქტი რაც უფრო დროში გაიწელება, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან მძიმე იქნება. ვნახეთ დრონები კახეთში, ასევე, ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის სიახლოვეს ჩამოყრილი ბომბები. ამიტომაც ბოლომდე ნეიტრალური პოზიცია გაგვიჭირდება. საქართველოს რამდენიმე გამოწვევა აქვს. დროში გაწელვის შემთხვევაში რუსეთი ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს მოითხოვს. ამავე დროს ორივე მეზობელი სავაჭრო პარტნიორები არიან.

მათ ნაკლებად ეცლებათ ჩვენთან ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. ასევე ტურისტების შემოსვლა შეწყდება. რუსეთს კი, როგორც ვიცით, ვალდებულებები აქვს სომხეთის დაცვაზე. კოლექტიური უსფრთხოების ფარგლებში მას დაცვის ვალდებულება აქვს. თუმცა რუსეთს აზერბაიჯანზე დარტყმა და ზეწოლა დაღესტნიდანაც შეუძლია “, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტოკოსი მამუკა არეშიძე for.ge-სთან საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შემოჭრას საქართველოს საჰაერო თავდაცვის უნარიანობის დაზვერვის ტესტსაც უკავშირებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მართალია, ძალიან რთულია უპილოტო საფრენი აპარატების დადგენა და აღმოჩენა, თუმცა შეუძლებელი მაინც არაფერია. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ მისი აღმოჩენაც შეძლო, თუმცა ყურადღება მხოლდო ჩამოვარდნის შემდეგ მიაქცია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი ყარაბაღის ომში უკვე ჩაერთო და ეს შესაძლოა მისი ხელწერა იყოს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ ომში უკვე ჩართულია და გამორიცხული არაფერია. ხოლო მისი მთავარი ტაქტიკა ამ ომში ის არის, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდეს. ომით დაასუსტოს ორივე როგორც აზერბაიჯანი ასევე სომხეთი და შემდგომ ისევ მთავარი მოთამაშე იყოს. თუმცა გარკვეულ მცდარ ნაბიჯებს დგამს, რადგან თურქეთი მას ფაქტობრივად დასცინის და ყარაბაღის ომში წამყვანი როლი ხელში მან აიღო.

„ეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კამიკაძე დრონებს უწოდებენ. ანუ, ის კონკრეტულ ადგილზე ერთი საბრძოლო მუხტის მისატანად გამოიყენება. საცხოვრებელ სახლს რომ დასცემოდა, საკმაოდ მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებოდით. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობაც შეამოწმა. ამიტომ არაფერი გამორიცხული არაა და ყველაზე და ყველაფერზე შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ.

რატომღაც ზოგიერთი ექსპერტი და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, რუსეთის ინტერესებს არასწორად საზღვრავს. მათ გონიათ, რომ რუსეთი სომხეთს აუცილებლად უნდა დაეხმაროს. კრემლს აბსოლუტურად სხვა ამოცანა აქვს. მას სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდეს. რუსეთის 25-წლიანი სურვილია, რომ ყარაბახში აზერბაიჯანის და სომხეთის დაპირისპირების ადგილას ჯარი ჩააყენოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი სამხედრო კონტიგენტი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, რუსეთი ყარაბაღის ომში ვითომ პაუზას იჭერს და ღიად არ ერევა. თუმცა ეს ასე არ არის და ფარულ დახმარებას სავარაუდოდ, მაინც უწევს. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთის მეორე ამოცანაა თურქეთი კავკასიაში არ დაუშვას. ანალიტიკოსი გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ კრემლი ფაშინიანზეა გაბრაზებული და ამიტომ ამ ფორმით მისი დასჯა სურს.

„თუქრეთმა რუსეთი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ გაზის პირველი მომწოდებელი ქვეყნიდან მეხუთე ადგილას გადაიყვანა. ერდოღანი პუტინს დასცინის. თან უნდა, რომ ახლა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო თვალსაზრისითაც შემოვიდეს და აქაც რუსეთი მოეორე ხარისხოვანი ქვეყანა გახადოს. თურქეთს სურვილი აქვს რეგიონალური მოთამაშე გახდეს. ამიტომაც ყარაბაღის ომი და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება მეორეხარისხოვანი იქნება, თუ თურქეთის და რუსეთის ინტერესები რეგიონში ერთმანეთს პირდაპირ შეეჯახება“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

არაგველი641 თავში მოცემული სურათი რსმა არის? ხალხს ატყუილებთ? საზოგადობა პატივისცენასნინსახურებს. ეს ბორბკენიანი "ტაჩკა" სულაც არ გავს კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატს.
3 წლის უკან
არაგველი641 თავში მოცემული სურათი რა არის? ხალხს ატყუილებთ? საზოგადობა პატივისცემას იმსახურებს. ეს ბორბლენიანი "ტაჩკა" სულაც არ გავს კამიკაძე უპილოტო საფრენ აპარატს.
3 წლის უკან