ე.წ. მატროსოვის ციხე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 41-მა პირმა დატოვა

ე.წ. მატროსოვის ციხე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 41-მა პირმა დატოვა

ე.წ. მატროსოვის ციხე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 41-მა პირმა დატოვა. ისინი ციხიდან ერთდროულად გამოუშვეს. გათავისუფლებულებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა კვეზერელის განცხადებით, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ის განცხადებები, რაც პოლიტპატიმრებთან მიმართებაში კეთდება.
 "მაგრამ ჩვენთვის გასაგებია, რატომ კეთდება. ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, მათი მეგობრების, მათი უშუალო მონაწილეობით ვართ ჩვენ აქ დაკავებულები. უახლოეს დღეებში ჩვენ დავდებთ იმ დოკუმენტებს, რამაც გამოწვია ჩვენი პატიმრობა და როგორ მონაწილეობდნენ თანამდებობის პირები არა მარტო დაკავებებში, არამედ ჩვენს წამებაში",-განაცხადა კვეზერელმა.
ე.წ. მატროსოვის ციხე შემდეგმა პირებმა დატოვეს: ბერაძე ზვიადი, ბიბილური ალექსანდრე, გოგალაძე ვასილი, გრძელივანიშვილი ერეკლე, დავითაძე ბეჟანი, ერაძე ალექსანდრე, ზაუტაშვილი ნიკოლოზი, კობაური კობა, სამხარაძე ზაზა, სალუქვაძე გია, გორგაძე მერაბი, ქველაძე ბადრი, ცილიკიშვილი მიხეილი, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, თოდაძე კახაბერი, ცამბაია თეიმურაზი, შუკაკიძე დავითი, ბესელია მამუკა, დვალი კახა, წურიაშვილი სიმონი, სკრილნიკოვი იური, მერებაშვილი ფრიდონი, მახარაშვილი ვაჟა, მაკარაძე ზაური, მუმლაძე რევაზი, ჟვანია ზაალი, გორგიაშვილი ლევანი, ნეფარიძე ზურა, კვეზერელი ნიკოლოზი, თავშავაძე ჯუმბერი, ბლიაძე პავლე, მამედოვი კაზანფარი, მოლაშვილი თორნიკე, მურმანიშვილი ტარიელი, საღინაძე ბათუ, ყეინიშვილი ზაზა, წითელაშვილი ტრისტანი, ჭუმბურიძე ალექსანდრე, ექვთიმიშვილი გივი, დალაქიშვილი ილია.