გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე: მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად - ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ

გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე: მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად - ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ

კრიმინალი, პუტჩისტი რურუას გაღმერთების ფუჭი მცდელობის დროს, მავანთ ვუთხარი, ბარემ კიტოვანიც მოიყვანეთ, - მეთქი. ნუ, მთლად თენგიზა ვერა, მაგრამ, მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, დანარჩენი კი ვნახოთ,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

Katana . გამიხარდა, პირველ ნომრად რომ კიკაბიძე ჩასვეს ნაცებმა: გამოშტერებულ "ზვიადისტებს", სააკაშვილი რომ ზვიადის პოლიტიკური რეინკარნაცია ეგონათ, იქნებ ახლა მაინც გადაესხათ ცივი წყალი და გამოფხიზლდნენ ცოტათი!..
4 წლის უკან