თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და არა რადიკალიზმს, მაედანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიცია უკვე პოლიტიკურ სანაგვეზეა.
„ეს არის გააზრებული აღიარებები იმის, რომ რეალურად მარცხისთვის არის განწირული რადიკალიზმი პოლიტიკაში. თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და არა რადიკალიზმს, მაედანს.
ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის - ეს არის პოლიტიკური სანაგვე. ეს არის ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა საქართველოს ამომრჩევლებისა და ელექტორატის მხრიდან. რეალურად, რადიკალური ოპოზიციის ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არ არის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნება“ არჩევნებში მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გახსნის. ოპოზიციური ველიდან კი სულ უფრო ხშირად ისმის აღიარება, რომ არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ აქვს. პარალელურად პროტესტთან დაკავშირებით ისმის განცხადებები, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში კოორდინაციის პრობლემაა.