გიორგი ვოლსკი: გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა

გიორგი ვოლსკი: გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა

გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გიორგი გახარიას მიერ აქციების ვიდეოკოლაჟზე საუბრისას, სადაც არ მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.

„გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში. გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვისა, რომელიც 20-ში მოხდა. როგორ შეიძლება საათობით პოლიციელები დააყენო ამ გააფთრებული ბრბოს წინაშე, რომლებიც ფიზიკურად უტევენ და შემდეგ პოლიციას მხოლოდ რამდენიმე საათის მერე მისცე საშუალება შესაბამისი ზომები მიიღოს, თანაც, ისეთი ბრუტალური ზომები, როდესაც ადამიანის დასახიჩრება ხდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მარბიელი "ერთ-ერთი?' დანარჩენი ვინ იყო? გახარიამ კომისიაზე თქვა რაც იყო; 20-ის შემდგომ დღეებში ყველანი და მათ შორის შენცმატროსოვურად ეფარებოდით გახარიას; თუ ძალადობა იყო და არა სახ ფადატრიალების მოგერიება, რატომ მაშინ არ თქვით? ხალხს რატომ გვიმალავდით სიმართლეს? ასეთი ცუდი გახარია პრემიერად რატომ დანიშნეთ?
უცხოეთიდან ჩარევა იყო და გახარიას იძულებით ვაქებდით და იძულებით დავაწინაურეთო /კობახიძე და სხვ./ ანუ იძულებით გვატყუებდით? იქნებ ახლაც ვიღაცის ჩარევით აკეთებთ რამეებს /კობახიძის ან სხვის დანიშვნა/ როგორ და რატომ დაგიჯეროთ?
გახარია დიდად არ მეხატება გულზე, მაგრამ თქვენთან შედარებით სოკრატეა! რომ მახსენდება როგორ შესციცინებდით თურმე აგენტს თვალებში, გული მერევა
3 საათის უკან