ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება ადასტურებს, რომ „დიფ სთეითს“ დღემდე აქვს გავლენები არამხოლოდ კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც. ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება ადასტურებს, რომ „დიფ სთეითს“ დღემდე აქვს გავლენები არამხოლოდ კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც. ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა

ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება ადასტურებს, რომ დიფ სთეითს გავლენები აქვს დღემდე არამხოლოდ კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც და ზოგადად ევროკავშირში, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად ევროკომისია კონგრესში მიღებულ ეგრეთწოდებულ მეგობარ აქტს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ „ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“.

„ის უსამართლო განცხადება, რომელიც მანამდეც არაერთხელ მოგვისმენია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ, როგორც კანდიდატი ქვეყანა ვასრულებთ ყველა პირობას, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობით, მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი განცხადებები მიუთითებს ერთადერთზე, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს“, - აცხადებს ბოჟაძე.