ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს, აღნიშნული საკითხი კი აღარ უნდა განიხილებოდეს.
მარინა ენდელაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ჩემთვის არასდროს არ იყო ცნობილი, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. თენგიზ ცერცვაძე მუდმივად მძიმე, დატვირთულ რეჟიმშია, ჩველებრივ რეჟიმში ვმუშაობთ ყოველდღიური კონსილიუმები, თათბირები. თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არც არავის. ეს საკითხი აღარ არის განსახილვევლი", - განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.
მოგვიანებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.