კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 - თბილისში, 52 - იმერეთში

კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 - თბილისში, 52 - იმერეთში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია , აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78 პაციენტია, იმერეთში - 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში - 3, მცხეთა-მთაიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, - განაცხადა ენდელაძემ.