გია აბაშიძე: თანავუგრძნობ ბუბა კიკაბიძეს გაუგებრობაში მოხვედრას

გია აბაშიძე: თანავუგრძნობ ბუბა კიკაბიძეს გაუგებრობაში მოხვედრას

ახალი პიროვნებები ვერ შემოიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, პოლიტიკოსად ვერ დაიყენეს ვერავინ, პირველ ნომრად დაიყენეს მომღერალი, თანავუგრძნობ ბატონ ბუბა კიკაბიძეს ამ გაუგებრობაში მოხვედრას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „იმედის“ გადაცემა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკვე ძალიან მწირი რესურსით არიან წარმოდგენილნი, ისინი ახალს ვერაფერს გვთავაზობენ და გადავიდნენ ძალადობაზე, წინასაარჩევნოდ გაააქტიურეს თავიანთი ზონდერ ჯგუფები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობა მოჰყვება 2003 წლიდან და დღემდე არაფერი შეუცვლია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.