ზაზა შათირიშვილი: სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თავის გამოსვლაში საუბარი წარსულით დაიწყო

ზაზა შათირიშვილი: სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თავის გამოსვლაში საუბარი წარსულით დაიწყო

წარსული არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომაც, ამ წარსულზე სწორედ ის ადამიანი საუბრობს, რომელსაც ამის შეცვლაში დიდი დამსახურება მიუძღვის. ის გამოცდილი ადამიანი, რომელიც სათავეში უდგას „ქართულ ოცნებას“, სწორედ მან აირო პასუხისმგებლობა, რომ დასავლეთის წინასე კიდევ ეთქვა ეს იობის სამდურავი, ხოლო ახალგაზრდებმა ისაუბრონ მომავალზე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

შათირიშვილმა აღნიშნულით ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა შეაფასა, სადაც წინა ხელისუფლების ქმედებებზე იყო საუბარი.

მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თავის გამოსვლაში საუბარი წარსულით დაიწყო. შათირიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს მორალური კონსენსუსი წარსულთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნლოვანია.

„ჩვენ დღევანდელბაზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ არის წარსულის ხსოვნა. კიდევ ერთელ შევახსენებ ყველას ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: ერის გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც მთავრდება წარსულის ხსოვნა. წარსულის, როგორც კარგის ასევე ცუდის. ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა: რევიზიას არ ექვემდებარება და კონსენსუსია ამ წარსულთან დაკავშირებით. ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი სიტყვა. მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ეს თუ რამეს შეგვიძლია შევადაროთ ეს არის ქართული ჰოლოკოსტი და როგორც ბევრ ქვეყანაში ჰოლოკოსტის რევიზია სისხლის სამართლის დანაშაულია, ასე, რომ საქართველოში არსებობს მორალური კონსენსუსი წარსულთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნლოვანია. ეს წარსული არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომაც ამ წარსულზე სწორედ ის ადამიანი საუბრობს, რომელსაც ამის შეცვლაში დიდი დამსახურება მიუძღვის. ამიტომ, ის გამოცდილი ადამიანი, რომელიც სათავეში უდგას „ქართულ ოცნებას“, სწორედ მან აირო პასუხისმგებლობა, რომ დასავლეთის წინასე კიდევ ეთქვა ეს იობის სამდურავი, ხოლო ახალგაზრდებმა ისაუბრონ მომავალზე“, - განაცხადა შათირიშვილმა.

ფილოსოფოს ასევე კითხვით მიმართეს, დემოკრატია მუშაობს თუ არა საქართველოში.

მისივე თქმით, დემოკრატია ქვეყანაში მუშაობს.

„დემოკრატია იმიტომაც მუშაობს, რომ არის სიტუაციები, როდესაც ლაპარაკი რომელიღაც სუბიექტს ვნებს - რაც უფრო მეტს საუბრობს, მით უფრო ხდება მისი განულება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც სიტყვას ეკარგება აბსოლუტურად ყოველგვარი მნიშვნელობა. მეორე მომენტი, როდესაც ვსაუბრობთ „ქართულ ოცნებაზე, ამ ხელისუფლებაზე და რაც მოხდა ამ 8 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს დავესესხები, რაც არის მნიშვნელოვანი - ადამიანია. თუ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანში ადამიანი მოეკლა და ამას აკეთებდა რაღაც სისტემის სახელით. აბა მაშინ რა განსხვავებაა, კოუნიზმსა და ნაცმოძრაობას შორის?! ადამიანის დეჰუმანიზაცია იყო, ეს იყო მთავარი, ადამიანში ადამიანის მოკვლა. ნაცმოძრაობამ კი ადამიანში მოკლა ადამიანი და სიტყვას დაუკარგა ფასი! ანუ, პირველად მოხდა გატოტალურება „ფეიკ ენის“ - თუ ასე შეიძლება ითქვას. ყველაფერი ორ რაღაცას ეყრდნობა: ეს არის ადამიანი და სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი სამშობლო. მთელი ამბავი არის ის, რომ ამ 8 წელიწადში მთავარი რამ მოხდა. მთავარი არის არა რაღაც სხვა ცივილიზაციების ერთგულება, არამედ შენი საკუთარი ინტერესებიდან გამოსვლა. სამშობლო არავის არ გაუუქმებია და ვერც ვერავინ ვერ გააუქმებს. ეს არის ღვთის მიერ ნაჩუქარი ძალა“, - განაცხადა შათირიშვილმა.