ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსზე“ გამოსვლას ტიაგო მონტეიროსთან შეხვედრით დაიწყებს.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბრაზილიელს აქამდე არასოდეს შეხვედრია და ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება.
ბასილაშვილმა ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და პირველივე წრეში ესპანელ ბაუტისტა-აგუტისთან დამარცხდა.
მონტეირო იტალიაში ჩელენჯერის ტურნირზე გამოდის და საფრანგეთის ღია პირველობაზე მისი დასრულების შემდეგ გადაერთვება.
„როლან გაროსს“ მონტეირო 89-ე, ბასილაშვილი კი 33-ე ჩოგნის სტატუსით დაიწყებს.