ჰამბურგის 500-იანი ტურნირის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლევანდელი ტურნირი პირველივე რაუნდში დაასრულა.
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა და გერმანიის ტურნირზე მისი 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 2020 წელს AთP-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში ბასილაშვილმა 13 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.