„დაძაბულობა კი არ მოიხსნება, არამედ უფრო გაძლიერდება“, - ძაბირაძე სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე

„დაძაბულობა კი არ მოიხსნება, არამედ უფრო გაძლიერდება“, - ძაბირაძე სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე

„ეს გადაწყვეტილება მათ დიდი ხანია მიიღეს, რადგან, მათი აზრით, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციური ხმების გამაერთიანებელი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირიძე „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკააშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ეს არ არის ევროპული საქართველოს მხრიდან რაიმე სახის მინიშნება, ეს არის პირდაპირი განცხადება. ისინი მხარს არ დაუჭერენ სააკაშვილს. ეს გადაწყვეტილება მათ დიდი ხანია მიიღეს, რადგან, „ევროპული საქართველოს" აზრით, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციური ხმების გამაერთიანებელი. ასევე უნდა შეიქმნას კოალიცია, რომელშიც უნდა გაერთიანდეს ოპოზიციური სპექტრი.

„ევროპული საქართველოს" გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ დაუჭერენ მხარს სააკაშვილს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ ეტაპზე თავს შეიკავებდა პრემიერ-მინსტრობის კადიდატურაზე საკუთარი თავის დასახელებისგან. ამ შემთხვევაშიც ძალიან რთული იქნებოდა კოალიციის შექმნა და ახლა მითუმეტეს წარმოუდგენელია, რადგან სჭირდებათ მანდატები. 76 მანდატი რომ მოაგროვონ, ამისთვის დრო აღარ ეყოფათ, დაძაბულობა კი არათუ მოიხსნება, არამედ უფრო გაძლიერდება." - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ექსპერტმა სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ძველ შეთანხმებებზეც ისაუბრა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტების" ოფისში იკრიბებოდნენ გაერთიანების თაობაზე, ამბობდნენ, რომ პირველ რიგში მინისტრთა კაბინეტის ამბავს მოაგვარებდნენ, რის შემდეგაც ყველაფერი დალაგდებოდა. მინისტრთა კაბინეტზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა სააკაშვილი, სხვაგვარად წარმოუდგენელია - ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო „ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ეს არჩევანი დაბლოკა „ევროპულმა საქართველომ" და არა მხოლოდ მათ. დაბლოკა ვაშაძემაც, „გირჩმაც", რადგან მათთვის საკუთარი მიზეზების და მიზნების გამო მიუღებელია სააკაშვილის პრემიერობა. მათ სურთ დამოუკიდებლობა", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებს და „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს საზიარო ამომრჩეველი. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ოპოზიციასთან გაერთიანება კი ამ ამომრჩევლის ხმების გარანტიაა.

„ოპოზიციური პარტიები ცდილობენ როგორმე საკუთარ ორბიტაზე დაიჭირონ ამომრჩევლები და თუ შესაძლებელია სხვისი ამომრჩეველიც - ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის". მეორეს მხრივ კი, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაიბრუნოს პარტიის დაშლის შემდეგ დაკარგული ამომრჩეველი, რომელიც ცალკე „ევროპულმა საქართველომ", ცალკე ვაშაძებ და სხვა პარტიებმა გაიყოლეს", - ამბობს ვახტანგ ძაბირიძე.