ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ინფიცირებულ ადამიანს

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ინფიცირებულ ადამიანს

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ადამიანს, იმიტომ რომ ამას ვერ გაუძლო ძალიან განვითარებულმა და ორგანიზებულმა ჯანდაცვის სისტემებმა.

"ცალსახად უნდა ვთქვათ რომ, რაც უფრო მეტი პაციენტი დაგვიგროვდება, შესაძლო ანალიზების დაგვიანება, შესაძლო განაწილებისა და ტრიაჟის პრობლემა, შესაძლო სტაციონარული მართვაში დაშვებული ხარვეზები, უფრო მეტი დაგვიგროვდება.

ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ადამიანს, იმიტომ რომ ამას ვერ გაუძლო ძალიან განვითარებულმა და ორგანიზებულმა ჯანდაცვის სისტემებმა.

ადამიანებმა, რასაკვირველია, მაქსიმალური უნდა მოვინდომოთ და რეგულაციების გამკაცრების ერთადერთი თხოვნა, ეს გახლავთ ნიღბის ტარება ყველგან, სადაც ეს საჭიროა. თუ ორი ადამიანიდან, ერთი დაავადებულია და ორივე ნიღაბს ატარებს, პრაქტიკულად, მეორეს ვირუსი არ გადაეცემა. ამიტომ, სადაც სოციალური დისტანცია ვერ ხერხდება და სადაც დახურული სივრცეა, ნიღაბი ყველამ სწორად და კორექტულად ვატაროთ.

დროის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მარტში და აპრილში წარმოუდგენელი იყო, ლოკალური აფეთქების ადგილებში კარვების დადგმა. მაშინ ჩვენი რესურსი 10-15 ათსი ტესტი იყო, დღეს უკვე ნახევარი მილიონია, ამიტომ ჩვენ ჩვენ თავზე უფრო მეტის აღების უფლება გვაქვს, რომ ვმართოთ ინფექცია.

ერთადერთი, რასაც პრობლემას ვხედავ, ალბათ არ უნდა დაგვიანდეს, ამბულატორიულმა სექტორმა, თუნდაც დედაქალაქში, ბინაზე მართვის პილოტური ცდა დაიწყოს. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ დიდი რაოდენობით პაციენტების დაგროვებას, იმიტომ რომ მერე ეს უნარჩვევები არ აღმოგვაჩნდეს, -გნაცხადა "დღის კურიერში" ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.