გენერალ დუმბაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გენერალ დუმბაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილი 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალი სამშობლოს ღალატში, ფინანსურ მაქინაციებსა და უკანონო ბანდფორმირებების ჩამოყალიბებაში ედება.

ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პროკურორმა ასლან აბაშიძის მხარდამჭერი გენერლისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ რიგი გარემოებები გაითვალისწინა.

კერძოდ ის, რომ რომან დუმბაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა, ამიტომ მას სასჯელი სამი წლით შეუმცირდა.

დუმბაძის ადვოკატი ილია წულუკიძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. სასამართლო პროცესი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.