„სააკაშვილი ზუგდიდში როგორც იქცევა, პროვინციალიზმის გამოვლინებაა - ქალაქი ოჯახურ კარტელად აქცია“

„სააკაშვილი ზუგდიდში როგორც იქცევა, პროვინციალიზმის გამოვლინებაა - ქალაქი ოჯახურ კარტელად აქცია“

როგორც ჩანს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება. როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის ამ ქალაქში მოგება პრინციპულ საკითხად იქცა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალების მოსინჯვას ზუგდიდში კვლავ ოჯახის წევრით ცდილობს და, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამ ოლქში იბრძოლებს.

მანამდე, ზუგდიდში საკუთარი ძალების მოსინჯვა სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმაც სცადა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. რამდენად მოახერხებს გიული ალასანია რძალზე უკეთესი შედეგის დადებას ზუგდიდში, ეს 31 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა.

მესამე პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსები აკრიტიკებენ.

გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას: „როგორი ტიპის გამოწვევაა ეს თქვენთვის?“ აღსანიშნავია, რომ უგულავა ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატია.

„ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რადგან საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა. ვერ ვგრძნობ იმას, რომ ის ცვლილელები და გარდამტეხი ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამ შემთხვევაში, ყველაფერ ამას პასუხობს. ეს უფრო კონსერვაციაა, ეს უფრო ამომრჩეველზე ცოტა ზემოდან ყურებაა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად გამოიყურება. ერთი, შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, კორუფციასთან, სიდუხჭირესთან და იმ უბედურებასთან, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და რაც ყოველდღიურად უფრო მძიმდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი გეგმა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ღრმად პროვინციალურად იქცევა და პირდაპირ ანეკდოტია - ზუგდიდში ხან ცოლს აყენებს მაჟორიტარ კანდიდატად და ხან დედას, ამით კი ზუგდიდელებს შეურაცხყოფას აყენებს, რადგანაც ისინი პოლიტიკოსები არ არიან. ის თავის ამომრჩეველს ოჯახის წევრების მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ აიძულებს, რომ მისი ახლობლები არიან. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ზუგდიდი ოჯახურ კარტელად აქცია.

„მე რომ ზუგდიდელი ვიყო, ჩემთვის ეს ქცევა საკმაოდ მიუღებელი იქნებოდა. ცოტა არ იყოს უცნაურია, რა გახდა, რომ ოჯახის წევრების არჩევა ყოველ არჩევნებზე უწევთ და შემდეგ შუა ბრძოლიდან ამომრჩევლის მიტოვება ხდება. არც სააკაშვილის ცოლი და არც დედა, არჩევნებიდან არჩევნებამდე, პოლიტიკური მოღვაწეობით არ გამოირჩევიან. თავის საქმე აქვთ და ღმერთმა გაუმარჯოთ. რულოვსი როგორც კი მოხვდება პარლამენტში, მერე იქიდან ისევ უკან მოდის. ზუგდიდი პოლიტიკურად წამყვანი ქალაქია და პოლიტიკური დუღილი ყველა არჩევნებზე იქ არის. ასეთ დროს კი ოჯახის წევრები მაჟორიტარებად დააყენო არასერიოზულია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი, სავარაუდოდ, მუდმივად იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ზუგდიდში უპირობა მხარდაჭერა აქვს და ეს მისი ქალაქია. კი ბატონო, ამ ქალაქში მას მხდამჭერები ნამდვილად ჰყავს და ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა ქალაქს გამსახურდიას დროინდელი ხიბლი დაუბრუნა, თუმცა ეს მას იმის უფლებას არ აძლევს, რომ ყოველ არჩევნებზე ამ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს.

„სააკაშვილმა კარგდ იცის, რომ ზუგდიდში მის მიმართ უფრო მეტი სიმპათიები არსებობს, ვიდრე სხვაგან. ამიტომ, ცოტა არ იყოს, ამას არაკეთილსინდისიერად იყენებს. იმის მაგივრად, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქ პოლიტიკური ფიგურა დააყენოს, ოჯახის წევრებს აყენებს. ეს კი საკამოდ არასერიოზულია. მგონია, რომ ამაზე პარტიაშიც, ალბათ, საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მისი ეს ქცევა მიუღებელია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვინ გაბედავს. ეს პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებს სცდება. აშკარად გამოკვეთილი ნეპოტიზმია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზუგდიდი ყოველთვის სუსტი წერტილია, რადგან სააკაშვილის აზრით, ზუგდიდი მისი მხარდამჭერი ქალაქია და ცვლილებები ზუსტად აქედან უნდა დაიწყოს. ამიტომ აქ გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ქალაქის მოსახლეობა მხარს პერსონალურად მას უჭერს, ამიტომაც არა აქვს მნიშვნელობა ვის დააყენებს, ნაციონალები მაინც გამარჯვებას მოიპოვებენ.

„მას სურს, რომ ამ ქალაქში დაყენებული მაჟორიტარი კანდიდატი მის პერსონასთან უფრო ასოცირდებოდეს, ვიდრე პარტიასთან. ამიტომაც არის, რომ მუდმივად ოჯახის წევრებს აყენებს. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მაშინ ცოლი სანდრა რულოვსი დაეყენებინა და ახლა ფირქობს, რომ დედა გიული ალასანია დააყენოს. რულოვსს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები ჰქონდა. ამით სააკაშვილი ზუგდიდელებს ეუბნება, რომ ხმას აძლევთ არა ალასანიას ან რულოვსს, არამედ პირადად მე.

რა თქმა უნდა, შიგნით პარტიაში ყველა ფიქრობს, რომ ეს არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის, რადგანაც ეს სიის მიღმა დარჩენის ტოლფასი იქნება. მეორეც - არ მგონია, რომ პარტიიდანაც ამ ქალაქში ვინმეს თავისი კანდიდატურის დაყენებაც უნდოდეს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ზუგდიდი, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც საჯილდაო ქვაა“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, აქ ორივე მხარისთვის გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასავე ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ევროპელებს კანდიდატად გიგი უგულავას სახით არანაკლები წონის ფიგურა ჰყავს დაყენებული. თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ზუგდიდში მეორე ტური იქნება და საბოლოო ბრძოლა „ოცნების“ და ნაციონალების კანდიდატებს შორის გაიმართება.

Aburjga Tasmanieli საქართველო დაავადებულია, თითონ ქვეყანაა დაავადებული, სიტყვა! ამ დაავადებას ქვია- პოლიტიკური შიზოფრენია! ფუი ეშმაკს და ამ დროს ამბობენ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო?!
1 თვის უკან
Katana ვისი ფოტოა სტატიის თავში დადებული? - თუ ვინმემ იცით და მიპასუხებთ, მადლობელი ვიქნები.
1 თვის უკან
ანასტასია კარტოზია ფოტოზე ქალბატონი მანანა სანაძეა-საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი❤
1 თვის უკან
Katana . დიდი მადლობა ინფორმაციისათვის!..
(ჩემი ცნობისმოყვარეობით კიდევ რომ არ შევაწუხო ვინმე, არ ვიკითხავ - ნეტა, რასთან დაკავშირებით გვერგო ამ ქალბატონის ასე ახლო პლანში ხილვის პატივი ამ სტატიაში-მეთქი? :))
1 თვის უკან
Katana . ვააჰ, ისევ უდევთ ეს სურათი!..
For.Ge, ახლა თქვენ უნდა გკითხოთ: სტატიაში, რომელიც ეძღვნება გიული ალასანიას მაჟორიტარობას, რატომ გიდევთ მანანა სანაძის პორტრეტი? - ავტორი არ არის, რესპონდენტი არ არის, არავინ მას არ ახსენებს... რაშია საქმე?

(გასაგებია, რომ კომენტარები არ გაინტერესებთ და არ კითხულობთ, მაგრამ მაინც ჩახედეთ ხანდახან - იქნებ რას გეუბნებიან?).
1 თვის უკან
Katana . თუ არ გჯერათ, რომ ეს მანანა სანაძეა და არა გიული ალასანია, შედით Google-ში ნახავთ!
1 თვის უკან
Katana . აჰა, როგორც იქნა, შეუცვლიათ! :)
1 თვის უკან