„ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული, რომელმაც თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, პრემიერად ასახელებენ!“

„ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული, რომელმაც თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, პრემიერად ასახელებენ!“

ია მეტრეველის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ გათვლას აკეთებენ დესტაბილიზაციასა და რევოლუციურ სცენარზე. for.ge–სთან საუბრისას საზოგადოებრივი მოძრაობა „დავასრულოთ“–ს ერთ–ერთი დამფუძნებელი მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანებისკენ, რათა არ დაუშვან რევანში და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ „ნაციონალური მოძრაობა“.

for.ge ია მეტრეველს ესაუბრა.

ხელისუფლების წარუმატებლობის შედეგია, რომ 8 წლის თავზე ისევ აქტუალურია დავასრულოთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც ცდილობს ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში?

ია მეტრეველი: სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი 2012 წელს, როდესაც მართლაც ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, დღეს, 8 წლის შემდეგ, ისევ საჭირო გახდება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დავასრულოთ“–ს შექმნა. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არ იქნებოდა დასრულებული, ამას ნამდვლად ვერ წარმოვიდგენდი.

ეს მოგვიტანა სწორედ იმ თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ. არ ვიცი, ეს იძულებით გააკეთა ხელისუფლებამ, თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია კოაბიტაციის შედეგია ის, რომ დღეს ისევ გვაქვს საშიშროება იმისა, რომ ამ კრიმინალ ნაციონალებს, რომლებსაც მართლაც უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უნდათ არეულობის გზით ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

ერთია, რომ უნდათ, მაგრამ რამდენად აქვთ შანსი?

– ამის შანსი მათ არ აქვთ, ხალხი არ მიჰყვება. რევოლუციას ხალხი ახდენს, ხოლო მათ ხალხი უკვე აღარ ჰყავთ, ის, რაღაც მცირე პროცენტი ნამდვილად ვერ შეძლებს მოახდინოს გადატრიალება. თუმცა ეს ის ხალხია, რომლებიც ყველაფერზე აწერენ ხელს, ყველაფერი, თუ რამე საშინელება არსებობს, ჩადენილი აქვთ: ციხეებში კაცების გაუპატიურება; პატიმრების საშინელი წამება; მთელი საქართველო ციხედ ჰქოდათ გადაქცეული; ქონების წართმევები; რა დღეში ჰყავდათ ციხეში არასრულწლოვნები. ამის იქით არაფერი არსებობს, იმდენი უბედურება აქვთ ჩადენილი. ასე რომ, ამათგან არაფერი მიკვირს. ნამდვილად, მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ, რაც დაადასტურეს თუნდაც იმით, რომ სააკაშვილი უნდათ პრემიერ–მინისტრად. ადამიანი, რომელიც არის დევნილი, მსჯავრდებული, რომელმაც თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, სწორედ ასეთ ადამიანს ასახელებენ პრემიერად.

სააკაშვილის პრემიერ–მინისტრის კანდიდატად დასახელება არის დესტაბილიზაციის წაყრო?

– ეს არის პირდაპირ დამამტკიცებელი ფაქტი, რასაც თვითონვე ადასტურებენ, რომ აქვთ დესტაბილიზაციის იმედი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია არა 31 ოქტომბერი, არამედ 1 ნოემბერი, რაც მათი ლიდერის განცხადებებითაც დასტურდება. გამორიცხავთ, რომ უფრო რეგიონებში შეძლონ პროცესების ისე წარმართვა, რომ 1 ნოემბერი შედგეს ქვეყანაში?

– არა, ვერ განხორციელდება. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამას ემსახურება – გამოვაფხიზლოთ საზოგადოება, ავუხსნათ რა ხდება, რას აპირებენ. ჩვენ რეგიონებში გვაქვს ჩვენი შტაბი, სადაც ხალხი წევრიანდება. ჩვენც ჩავალთ ადგილზე, შევხვდებით მოსახლეობას. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია გავერთიანდეთ ისე, როგორც 2012 წელს და ორ კინკილა კრიმინალს არ მივცეთ საშუალება, რომ რაღაცა აურიონ და ზიანი მიაყენონ ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ არაფერი არ გამოუვათ, ხალხი არ დაუშვებს მათ ხელისუფლებაში მობრუნებას.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შეხვედრები გქონდათ რეგიონებში, რას ამბობს ხალხი, ის ამომრჩეველი, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი, ან წავიდეს თუ არა საერთოდ არჩევნებზე?

– სწორედ ასეთ ხალხს გვინდა გავახსენოთ რა ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როცა ვხვდებით მოსახლეობას, ვხედავთ, რომ ხელისუფლებაზე ნაწყენი არიან, თუნდაც იმის გამო, რომ სამართლიანობა ბოლომდე არ აღდგა. ძალიან ბევრი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, არის რაღაც საკითხები, რაზეც განაწყენებულია ხალხი, მაგრამ ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის ხალხი ნამდვილად აკეთებს სწორ დასკვნას და ამიტომ არის, რომ ნამდვილად, ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას.

განსაკუთრებით კოვიდ 19–ის შემდეგ, ხალხმა კარგად დაინახა როგორ ზრუნავს ხელისუფლება მოსახლეობაზე და როგორ შეძლო პროცესების მართვა, რაც უძლიერესმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს. ნამდვილად, საქართველო ერთ–ერთი წარმატებულია ამ სფეროში. ჩვენს პრემიერ–მინისტრს ნამდვილად აღმოაჩნდა მენეჯერის ძალიან სერიოზული თვისებები, ამ ადამიანმა მედიკოსებთან ერთად ისე მართა პროცესი, რომ ძალიან კარგი შედეგები გვქონდა. იმედი მაქვს, რომ ახლაც მოხერხდება და შორს არ წავა ეპიდემია, ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ, ამის შემდეგ ხალხი შემობრუნებულია „ოცნების“ ხელისუფლებისკენ, მათ დაინახეს, რომ ხელისუფლებამ სწორად მართა ეს პროცესები. ეს კარგად გააცნობიერა ამ ხალხმა და ისინი, ვინც თავს იკავებდნენ, ბევრი უკვე აღიარებს, რომ კმაყოფილია ამ მთავრობის მოქმედებით და „ქართული ოცნებისკენ“ შემობრუნდა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს იმ კრიმინალების დაბრუნებას.

2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენჯერმე ჰქონდა გადატრალების მცდელობა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც, მაგრამ არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. როგორ ფიქრობთ, გამოძიების პასიურობამ ხომ არ წაახალისა ოპოზიცია, რომელიც ისევ გადატრიალების გეგმაზე მუშაობს?

– რა თქნა უნდა, დაუსჯელობის სინდრომია. კიდევ ვიმეორებ, კოაბიტაციის გამო უამრავი ადამიანი ისევ დაუსჯელია. მარტო მერაბიშვილი და ახალაია დაისაჯა. მერაბიშვილმაც 6 წელი მოიხადა, როცა ამდენი დანაშაული ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, კიდევ გვჭირდება ლაპარაკი იმაზე, რომ დავასრულოთ „ნაცონალური მოძრაობა“.

დესტაბილიზაციის მცდელობა ექნებათ, მაგრამ არ აქვთ ამის ძალა. ხალხი მათ მხარს არ უჭერს და ამიტომ ვერაფერს მოახრებენ. სწორედ ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ საზოგადოება, ვიყოთ ფხიზლად, რომ არ დავუშვათ ამ კრიმინალური ბანდის ხელისუფლებაში მოსვლა. ნაცვლად იმისა, რომ გასუსულები იყვნენ, საერთოდ აღარ ჩანდნენ არენაზე, კიდევ აპირებენ მოსვლას. ამიტომ, როგორც 2012 წელს, ახლაც დავდგეთ ერთად და ძალიან მშვიდად ჩავატაროთ არჩევენები, რომ ამ კრიმინალებმა ვერ მოახერხონ ხელისუფლებაში დაბრუნება.

საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ემზადება ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც თქვენი შვილის, ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი აქვს ბრალი. ოქრუაშვილის ფაქტორი ადასტურებს, რომ ოპოზიცია განცხადების მიუხედავად დანაშაულს არ ნანობს...

– ისინი არაფერს არ ნანობენ. უბრალოდ, ცდილობენ, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. არანაირი დანაშაულის შეგრძნება, პირიქით, რევანშით არიან შეპყრობილი. ღმერთმა ნუ ქნას და ესენი რომც დაბრუნდნენ, წარმოდგენაც არ მინდა რას გვიზამენ. ამ კრიმინალების ხელისუფლებაში მოსვლა არასოდეს არ მოხდება. ჩვენს საქმეზე ოქრუაშვილს პასუხი არ უგია. საქმეზე სასამართლო პროცესი არ არის დამთავრებული და იმედი მაქვს, რომ ოქრუაშვილი არჩევნების მერე მაინც მოხვდება ციხეში და პასუხს აგებს იმაზე, რაც დააშავა.

Katana . "ეს მოგვიტანა სწორედ იმ თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ. არ ვიცი, ეს იძულებით გააკეთა ხელისუფლებამ, თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია..."
*
მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ივანიშვილის , როგორც უდიდესი ქველმოქმედისადმი და მიუხედავად ნაც-რეჟიმის მოშორებაში მისი გადამწყვეტი წვლილის გამო მადლიერებისა, სულ უფრო ვემხრობი იმ აზრს, რომ ეს კოაბიტაცია მაინცდამაინც ხელების გადაგრეხვით არ მოუხვევია თავზე დასავლეთს...
გავიხსენოთ ბიძინას განცხადება! - ძალიან მეეჭვება, დასავლეთს ეკარნახოს მისთვის, შუა უნდა გაკრიფოთო!
"შუას გაკრეფა" ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: გაესუფთავებინათ პოლიტიკური ველი და აქეთ "ოცნება" დარჩენილიყო ხელისუფლებაში, იქით - ნაცოპოზიცია, როგორც საფრთხობელა!
ვატყობ, ამავე მიზანს ემსახურება ნაცების დანაშაულობათა პორცია-პორცია გამომზეურება ყოველი არჩევნების წინ, რომ ხალხს არ დაავიწყდეს, ვინ იქნება ალტერნატივა, თუ "ოცნებას" არ დაუჭერენ მხარს...
როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ისევ შეალაგებენ ხოლმე ნაცების შავბნელ საქმეებს თროებზე. (გავიხსენოთ, თუნდაც, აფრასიძეების ოჯახის განადგურების მერამდენედ მტვერგადაფერთხილი და მერე ისევ მტვერწაყრილი საქმე!).
3 წლის უკან