„სამეგრელოში „ქართული ოცნება“ გახარიას ფაქტორის გათვალისწინებით გაიმარჯვებს“

„სამეგრელოში „ქართული ოცნება“ გახარიას ფაქტორის გათვალისწინებით გაიმარჯვებს“

როგორც ყოველთვის, ახლანდელ არჩევნებზეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, სამეგრელოს მკვიდრთა მხარდაჭერას. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ასე არის დღესაც. სენაკის მკვიდრი, პროფესიით ენერგეტიკოსი ზაზა ხელაია არ გამორიცხავს სენაკი–ხობი–ფოთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ალბათობას. როგორც ხელაია ამბობს, კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას კონკურენტად ნაკლებად ცნობადი სახე, ირაკლი ხახუბიას კანდიდატურა დააყენა.

for.ge ზაზა ხელაიას ესაუბრა.

ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის ერთნაირად საინტერესოა დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველი. განსაკუთრებით საყურადღებო იყო სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან, ფოთის, ხობის და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან ერთად საზეიმო შეკრება. ბატონო ზაზა, იქ ყველა „ევროპული საქართველოს“ სენაკელი ამომრჩეველი იყო შეკრებილი?

ზაზა ხელაია: არა, ეს არ იყო მხოლოდ სენაკის ამომრჩეველი. მხარდამჭერები ჩამოყვანილი ჰყავდათ რეგიონებიდან, მათ შორის იმერეთიდან. ეს იყო „ევროპული საქართველოს“ აქტივის შეკრება და არა სენაკის ამომრჩეველი. ბოკერიას რა რეიტინგი უნდა ჰქონდეს სენაკში, ურწმუნო ხალხი თუ დაუჭერს მხარს. შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღოს რაღაცა ხმები, მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ საერთოდ არ აქვს რეიტინგი. მე არ შემხვედრია ისეთი კაცი, რომელიც მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს“ და მით უმეტეს ბოკერიას.

ანუ, განცხადება, რომ ეს იყო ბოკერიას შეხვედრა სენაკის ამომრჩეველთან, სიმართლეს არ შეესაბამება?

- ბლეფია, როგორ გეკადრებათ. სენაკელი 600 კაცი იქ მივიდოდა? - სისულელეა.

ბატონო ზაზა, ზოგადად, როგორია პოლიტიკური ფონი დასავლეთ საქართველოში? „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ძირითად აქცენტს აკეთებენ რეგიონებზე და განსაკუთრებით სამეგრელოზე. აქვთ მათ საფუძველი იტრაბახონ, რომ მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავთ დასავლეთ საქართველოში?

- ნაციონალებს სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ. როგორც კომუნისტებს და ზვიადისტებს ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი, ასევე ნაციონალებსაც ჰყავთ თვისი ამომრჩეველი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალებმა ჩვენს უბანში 35-40%-მდე აიღეს. ეს ამომრჩეველი არსად არ წასულა.

ამომრჩევლის რა კატეგორია უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“?

- იცით, როგორი კატეგორია არის - პიროვნულად მოსწონთ სააკაშვილი, იდეაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რატომ მოსწონთ, ამას უკვე ვერ გეტყვიან.

ეს არის ახალგაზრდა თაობა, ყოფილი თანამდებობის პირები, პენსიონრები, თუ რა ასაკობრივ კატეგორიაზეა საუბარი?

- არა, ასე ვერ ვიტყვით. თანამდებობის პირებმა სააკაშვილი მალევე დატოვეს და დღეს ხელისუფებაში არიან. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, ყველას რომ ერგებიან, ანუ ფინანსურად ძლიერები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩაჭიდებული არიან იმ აზრს, რომ უყვართ სააკაშვილი და მორჩა. სამწუხაროდ, არსებობს ეს ხალხი. ეს არის 15-17%, მეტი არ იქნება დარჩენილი.

ანუ, ხმას აძლევენ პიროვნულად სააკაშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“?

- რა თქმა უნდა. იცით რას ამბობენ, აი, სააკაშვილს რომ ის ლიდერები არ ჰყოლოდა, გაიმარჯვებდა, არ წააგებდა არჩევნებსო. ე.ი. სააკაშვილს საქმე გაუფუჭეს, თორემ თავად არაფერ შუაში არ არისო. ასეთი შთაბეჭდილება აქვთ შექმნილი მასზე და ვერაფერს იზამ. როდესაც ადამიანს არ აქვს განათლება, სააკაშვილისნაირ პიროვნებაზე აკეთებს აქენტს, ეს არის და სხვა არაფერი. ეს ამომრჩეველი ხმას არ მისცემს ივანიშვილს, რომელიც ეზიზღებათ, მაგრამ რატომ ეზიზღებათ ამის აზრზე არ არიან. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რა გაფუჭდა? შეიძლება საქმე წინ არ წასულა, მაგრამ მოიხსნა ძლადობა, ამას ხედავენ, მაგრამ მაინც სააკაშვილი უნდათ.

ამომრჩევლის ამ ნაწილის მხარდაჭერა აქვს მურთაზ ზოდელევას, მაგრამ როგორია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას შანსები, რამდენად რეალური იქნება მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას გამარჯვება?

- ხახუბიას ჩვენ არ ვიცნობთ. ფოთელია, მაგრამ სენაკში და ხობში მას არავინ იცნობს. მე პირადად ხახუბიას არ მივცემ ხმას. პარტიულ სიაში შემოვხაზავ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მაჟორიტარებში ხახუბიას არ შემოვხაზავ. ვნახოთ, ვის წარადგენს „პარტიოტთა ალიანსი“.

როგორ ფიქრობთ, რატომ წამოაყენა მმართველმა გუნდმა ამომრჩევლისთვის ნაკლებად ცნობილი კანდიდატურა?

- არ ვიცი, რატომ წამოაყენეს ასეთი კანდიდატურა. სენაკი, ფოთზე დიდი ქალაქია და სენკში რატომ უნდა წამოეყენებინათ ხახუბია, ვინ იცნობს? არ არის ძლიერი კანდიდატურა. თურმე დეპუტატი ყოფილა და, საერთოდ არ ვიცნობდი როგორც დეპუტატს, მისი ხმა არ გაგვიგია პარლამენტიდან, არც მისი აქტიურობა ვიცით და რატომ უნდა მივცე ხმა, იმიტომ, რომ ბიზნესმენია და ვიღაცას უნდა? არა, ამ მოტივით ხმას ნამდვილად არ მივცემ. ვნახოთ, ვის წარადგენს „პატრიოტთა ალიანსი“, თუ ნორმალური კანდიდატურა იქნა წარდგენილი, მას დავუჭერ მხარს. თუ არადა, საერთოდ ყველას გადავხაზავ.

ბატონო ზაზა, თქვენსავით ფიქრობს სენაკელი ამომრჩეველი?

- ვერ გეტყვით, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ხახუბია რომ სენაკლებს გულზე არ ეხატება, ეს ფაქტია.

ხახუბიას არაცნობადობა რამდენად აახლოვებს გამარჯვებასთან ბოკერიას?

- ნადვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოკერია რომ ნაციონალების მიერ იყოს წარმოდგენილი, მაშინ შეიძლება გაიმარჯვოს. აქ ბოკერის და ზოდელევას ხმები გაიყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ ზოდელავას შანსები აქვს. ერთმანეთს წაართმევენ ხმებს. ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამათ ხმას მაინც არ მისცემს, შეიძლება ხახუბიას არ მისცეს ხმა, მაგრამ ბოკერიას და ზოდელავას ხმას მაინც არ მისცემს. ყველამ იცის, რომ ნაცები და ევრონაცები ერთნი არიან.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველობის 8 წელს ამთავრებს ხელისუფლება. როგორია, თქვენი, როგორც რიგითი ამომრჩევლის თვალით დანახული „ქართული ოცნების“ წარმატება და წარუმატებლობა, სად ჰქონდათ შეცდომები?

- საერთოდ, ეკონომიკაში წინ არ წასულან. ხალხს არაფერი არ დატყობია. რა წარმატება ჰქონდათ? ერთი ეს არის, რომ ქვეყანაში არ არის ძალადობა, სტაბილური გარემო გვაქვს, ომის ფაქტორი მოიხსნა, ძალოვნების სიხისტე არ არის, ეს არის წარმატება, მაგრამ ეკონომიკაში არავითარი წარმატება არ გვაქვს, პირიქით, უკან წავიდა საქმე. მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაციონალები და ევრონაცები რომ არ იყვნენ, „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მივცემდი. ჩემნაირად ამბობს ბევრი. „ქართული ოცნების“ შეცდომაა მთავარ ოპოზიციურ ძალად ესენი რომ ჰყავს.

რატომ არ მისცემდით ხმას მმართველ გუნდს?

- იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ აქვთ. ნაციონალებს ძალადობა რომ არ ჰქონოდათ, მეტად ორგანიზებული ჯგუფი იყო. ამათ მმართველობა არ იციან, ჭკუა აკლიათ. თავისიანის დანდობა არ იციან. ვერ არჩევენ თავისიან და სხვისიანს.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი დისკრედიტირებული ოპოზიციური ძალა ჰყავდეს მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომ მუდმივად შეახსენოს წასული დანაშული?

- რა თქმა უნდა და ამით შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. არაფერი არ აქვთ, რომ ახალი იდეა შესთავაზონ ხალხს. სამეგრელოში გიორგი გახარიას ფაქტორი მოქმედეს, მით უმეტეს სენაკაში. პრემიერის მეუღლე სენაკელია, მის ოჯახს ვიცნობთ, კარგი ხალხია. დასავლეთ საქართველოში მოქმედებს გახარიას ფაქტორი. „ოცნებისთვის“ ძალიან დიდი პლუსია პრემიერ გახარიას ფაქტორი. სამეგრელოში „ქართული ოცნება“ გახარიას ფაქტორის გათვალისწინებით გაიმარჯვებს.

დასავლეთ საქართველოდან „ქართული ოცნება“ წამოიღებს გიორგი გახარიასთვის მიცემულ ხმას, ვიდრე პარტიისთვის მიცემულ ხმას?

- დიახ ასეა. გახარია სიტყვის პატრონია, ნიჭიერია, ლოგიკურია. იმედიანად ხარ, როცა გამოდის, იცი, რომ არ შეცდება, არ გადააჭარბებს, ზომიერი კაცია. გახარია ყველა პრემიერზე უკეთესია. კი, ღარიბაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ის უფრო ცქმუტავდა, გახარია უფრო კარგი პერემიერია.

კარგი პრემიერია, მაგრამ არის პრობლემები. ბატონო ზაზა, რა პრობლემებია დასავლეთ საქართველოში?

- მე ასე ვიტყოდი – სენაკში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. რამდენი წელია სამეგრელო ჩაკეტილია. კახეთი უფრო მდიდარი რეგიონია, ვიდრე სამეგრელო. მდიდარია აჭარა და თქვენ წარმოიდგინეთ იმერეთიც.

მმართველი გუნდი თავისი წარამტებით და წარუმატებლობით შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, თუ მოსალოდნელია მეორე ტური?

- სიმართლეს გეტყვით. ბოკერია არ არის პატარა ფიგურა, ევროპა და ამერიკა უჭერს მხარს. ბოკერიას და „ქართულ ოცნებას“ შორის მიდის მოლაპარაკება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ოპოზიციურად ძალად ბოკერია უნდა გადააქციოს, მაშინ მეორე ტურს გამართავენ. შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ბოკერიას გაამარჯვებინოს. გააჩნია როგორ მოლაპარაკებაზე წავა „ოცნება“ ბოკერიასთან.

თქვენ ფიქრობთ, რომ მმართველ ძალასა და ბოკერიას შორის ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს?

- ჩვენ ვგრძნობთ ამას. თუ „ქართული ოცნების“ მიზანია მთავარ ოპოზიციურ ძალად „ევროპული საქართველო“ გახადოს, მაშინ, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში ბოკერიას გაამარჯვებინებს. ამის შიში მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ითამაშებს ამ თამაშს. პანდემიის შემდეგ ახალი წესრიგი იქნება მსოფლიოში, ბოკერიას კავშირიც აუცილებლად დასჭირდებათ, არ ვიცი, ვნახოთ.

ანუ, არ გამორიცხავთ მეორე ტურს?

- არ გამოვრიცხავ და იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ბოკერია და ევრონაცები გავიდეს მეორე ძალად, ვიდრე სააკაშვილი. „ქართულმა ოცნებამ“ რატომ დაუყენა ბოკერიას კონკურენტად ხახუბია? ვინმე ძლიერი კანდიდატურა დაეყენებინა, თუ აქ მეორე ტური არ უნდოდა. აქ არის ჩემთვის კითხვის ნიშანი. ვფიქრობ, რომ ეს არის ფარული მოლაპარაკება და იქნება მეორე ტური. არ ვიცი, რას იზამს „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ არ მგონია „პატროტთა ალიანსის“ თამაში იყოს. უფრო ბოკერიასა და „ოცნებას“ შორის მიდის მოლაპარაკება, რომ ბოკერია გახდეს მთავარი ოპოზოციური ძალა.

ასევე იქნება ზუგდიდში ჩიქოვანსა და უგულავას შორის?

- არა, ჩიქოვანი პირველ ტურში მოუგებს უგულავას. სენაკში, ხობში და ფოთში არაცნობადი კანდიდატის დაყენება და თან მეორე მხარეს არის ბოკერია, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, რატომ გაკეთდა ეს? იმიტომ გაკეთდა, რომ მათ უნდათ ნაციონალების განადგურება და „ევროპული საქართველოს“ მთავარ ოპოზიციურ ძალად წამოწევა და ალბათ, „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად შექმნის კოალიციურ მთავრობას.

ფიქრობთ, რომ მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური?

- გააჩნია როგორი იქნება ამერიკის და ევროპის მოთხოვნა. თუ იქნება წნეხი, აუცილებლად შექმნის კოალიციას.

თითქმის ყოველ დღე ვისმნეთ სააკაშვილის განცხადებებს. როგორია ამომრჩევლის თვალით დანახული ექს-პრეზიდენტის განცხადებები?

- ეს არის მისი ამომჩევლისთვის განკუთვნილი განცხადება. შიდა კვლევები ჩაატარეს და იცის, რომ ვერ იმარჯვებს. ეცოდინება რა ხდება „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ისიც ეცოდინება, რომ პირველ ოპოზიციურ ძალად „ევროპული საქართველო“ მიდის და ამიტომ ცდილობს ამომრჩველის მობილიზებას, რომ დარჩეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. მისი განცხადებები იწვევს ზიზღს.

სახეზე დააკვირდით, რობოტივით ლაპარაკობს. ყველა ხვდება, რომ ყალბი ადამიანია. როგორც პიროვნება ნადგურდება, ამ არჩევნების მერე სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება პოლიტიკაში. ეს კლავს და სწორედ ეს ალაპარაკებს. უკრაინის მერე, მსოფლიოშიც გაქრება მისი ფაქტორი, როგორც ბურჯანაძის ფაქტორია გამქრალი. რაც არ უნდა იძახოს ბურჯანაძემ მე ვარო, არაფერიც არ არის, არც მსოფლიო პოლიტიკაში და არც არსად. ბურჯანაძისნაირი გახდება სააკაშვილიც.

mamago რატომ და ქალებში ფროიდის ფაქტორი, მათ ქმრებში ვირტუალური რქები და გაუნათლებლობა!
3 წლის უკან
trampi ბოკერიასა და „ოცნებას“ შორის მიდის მოლაპარაკება, რომ ბოკერია გახდეს მთავარი ოპოზოციური ძალა

შ-შ-შშ-შშშ-შშშშ-შშშშშშ--შათლახები!!!!!!!!!!!
ვაააახ .................................................... ძლივს არა ვთქვიიიი ჩათლახები მეთქი .........................
არიან, არიან..... ესენი მართლა ჩათლახები არიან.
აბა ბოკერიას რატო და როგორ ურიგდებიან??
ამერიკელების გამოოოო???
3 წლის უკან