იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით ბელგიას მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მისივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ადეიშვილმა ბელგიისგან თანხმობაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ ევრ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს საქალაქო სასამართლოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.