„ვფიქრობ, ბაჩალეიშვილი ჩართული იყო ისეთ სერიოზულ საქმეებში, როგორიც არის ინფორმაციის უკანონო წვდომა“

„ვფიქრობ, ბაჩალეიშვილი ჩართული იყო ისეთ სერიოზულ საქმეებში, როგორიც არის ინფორმაციის უკანონო წვდომა“

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ თამარმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. მისი თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ამ საკნადალური განცხადების მიუხედავად, გამოძიებას ჯერჯერობით თამაზაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენია. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, ამ შემთხევავში სხვა ქვეყნების შემოყვანა საქმეში და საქმის გეოპოლიტიკურ დონეზე აყვანა, დადანაშაულება, რომ საქართველო არის იარაღით მოვაჭრე სახელმწიფო, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებზე პირდაპირი დარტყმა, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ვერ ასცდა პოლიტიკურ ნიშნულს, გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მოხდა კვალის წაშლა, დაგვიანდა ექსპერტიზა და შესაბამისად აანონესებენ აქციებს. რა კითხვები გაჩნდა ამ საქმის გარშემო?

ბესიკ ალადაშვილი: პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ეს გამოიების ბრალიც არის. მოდის არჩევნები და ბუნებრივია, ოპოზიცია ხელისუფლების ყველა შეცდომას, შეგნებულად, თუ შეუგნებლად დაშვებულს გამოიყენებს ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ; ეცდება, რომ ჭირისუფალი წარმართოს ხელისუფლების წიააღმდეგ და ამით საზოგადოებაში ქულები მოიპოვოს. სამწუხაროდ, ასეა ყველა ქვეყანაში და ჩვენც ამას ვერ გავექცევით. კითხვები თავიდანვე გაჩნდა. რეალურად, რამდენიმე კვირა იყო დაკარგული. ეტყობა, რომ რუსთავის სამხარეო პოლიციაში სათანადოდ არ მოხდა გამოძიება და ახლა ამის აღიარება არ უნდა შსს-ს. შეილება ეს დრონებიც მერე გაუშვეს და არა თავიდან. თავიდანვე სათანადოდ არ იყო ეს საქმე მოძიებული და ეს რეალობაა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ჩვენ ყველა ვერსიაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ეს იყო მკვლელობაო. კი, ბატონო, თუ იყო მკვლელობა, მაშინ ოჯახი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს გამოძიებას - ამ გოგონას ურთიერთობები შეყვარებულთან, ახალი პერსონა გამოჩნდა, რომელიც თურმე ორ წელიწადნახევარი ხვდებოდა თამარს. აქედან უნდა დავიწყოთ თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა, გასარკვევია კონტაქტები, ასევე სამსახური.

ამ ნაწილთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა დაიბადა, ვიდრე აქამდე იყო. სამსახური შეიძლება მისთვის იყო როგორც პლატფორმა, ანუ იყენებდა იმ შესაძლებლობებს, რომელიც იქ ჰქონდა. სამსახურის კომპიუტერს, მაღალ ინტერნეტწვდომას და წვდომას ინფორმაციაზე, ან თვითონ სამსახურში ხდებოდა რაღაცა კრიმინალური, რაშიც ეს გოგონა იყო ჩართული. ამოღებულია კომპიუტერები, დაკითხულია თანამშრომლები, მაგრამ აქაც ბევრი რამ გაურკვეველია.

შემდეგი სერიოზული კითხვა არის ავტომობილი, ანუ ავტომობილის ექსპერტიზა ადგილზე უნდა მომხდარიყო და ადგილზევე მარტივად დადგინდებოდა ეს ავტომობილი გადააადგილეს თუ არა. ხელით ხომ არ გადაიტანდნენ? ეს ავტომობილი ბუქსირზე უნდა ჩაებათ და აუცილებლად იქ იქნებოდა ბუქსირის ახალი კვალი. რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ კვალს ვერ წაშლიდნენ. იქვე უნდა მომხდარიყო ექსპერტიზა, იყო თუ არა ჩასაბმელების ექსპერტიზა. იმიტომ, რომ ეს ახალი მანქანაა და მანამდე არ იქნებოდა ევაკუატორზე აყვანილი, ეს დროც დაკარგულია.

ესეც ხომ შსს-ს დანაშაულია?

- რა თქმა უნდა. ფაქტობრივად, პროკურატურამ ნულიდან დაიწყო გამოძიება. ჩვენ ყველა თანავუგრძნობთ, ოჯახს და ყველას უნდა სიმართლის დადგენა, მაგრამ აქ არის მეორე მხარე - თვითონ ჭირისუფლები და მათი ადვოკატი ხშირად ისეთ ვერსიებს წამოჭრიან, რომელიც გამოძიებას აბნევს, ან სხვა კვლაზე მიყავს, უფრო ართულებს გამოძიების პროცესს. ავიღოთ სამი მანქანის თემა, ეს იმდენად მარტივია, რომ ვისაც უმუშავია სპეცსასამხურებში, ან დღესაც მუშაობს, ან რამე კავშირი აქვს სუს-თან, ადვოკატს, ან რომელიმე ჟურნალისტს კონსულტაცია რომ გაევლო, ეს საკითხი სასაცილო არ იქნებოდა.

რა გაქვთ მხედველობაში? სამივე ავტომანქანა ეკუთვნის სუს-ს და ამას თავად ადასტურებენ...

- კი, სუს-ს ეკუთვნის, მაგრამ ინტერვიუში ამბობენ, რომ სამხედრო ბაზიდან გამოვიდა და შევიდა ისევ სამხედრო ბაზაში. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ავტომობილებს სამხედრო პოლიცია უნდა აცილებდესო. ეს არის არაკომპეტენტურობის ნიმუში. სამხედრო პოლიცია აცილებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მანქანებს, ისიც მაშინ, როცა ეს არის სამხედრო კოლონა. ეს არის სუს-ის ავტომობილები და მიდოდნენ სუს-ის ერთი ობიექტიდან, მეორე ობიექტზე და ამ შემთხვევაში შავნაბადაზე. მე ვუყურე ამ ჩანაწერს, თამუნას ავტომობილმა რომ გადაუხვია ტრასაზე, 8 თუ 9 მანქანამ გაიარა და უკვე 30 წამის შემდეგ გამოჩნდა ეს სამი ავტომობილი.

ეს კადრი იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მიმდინარეობდა თვალთავლი?

- თუ იყო თვალთვალი, მაშინ თვალთავალი განხორციელდებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად, როგორც ხდება ხოლმე. შეიძლება ეს ყოფილიყო ტაქსი, ან ე.წ. მინივენი, რომ ყურადღება არ მიექცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, სამი ამხელა ვეებერთელა დაბურული ჯიპი, რომელიც მისდევს ადამიანს, ასეთ შემთხვევაში ფარულ თვალთვალზე შეიძლება ლაპარაკი?! იმდენად არარეალურია თვალთვალის თემა, რომ ამ 8-9 მანქანის მოძრაობაში თვალთვალის ობიექტი უბრალოდ დაიკარგებოდა. შემდეგ კადრში კარგად ჩანს, რომ ისინი შედიან შავნაბადაზე და გოგონა აგრძელებს გზას. ამ ნაწილში ადვოკატი ამბობს, რომ შავნაბადაზე ისე შევიდნენ, რომ არ შეამოწმესო. ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა, რომ ერთ-ერთი მანქანა იყო ხელმძღვანელის, შავნაბადას დანაყოფის უფროსის, ბუნებრივია, რომ უფროსის მანქანას არ გააჩერებდნენ და არ დაუწყებდნენ შემოწმებას. ვსაუბრობ პირველ ჯიპზე, რომელიც შევიდა.

გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი, გოგონას დასჭირდა დრო, რომ ჩასულიყო გოლთეთრში, მერე მაწევანში. დავუშვათ, რომ ეს ავტომობილები ყოფილიყვნენ შავნაბადაზე და შემდეგ გამოსულიყვნენ როგორც ამას ადვოკატი ამტკიცებს შემოვლითი გზით ტაბახმელიდან, ამ გოგონას როგორ იპოვნიდნენ გოლთეთრში? თან სამი ჯიპით ტაბახმელიდან მივიდოდნენ და მაშინ ხომ უნდა დაფიქსირებულიყო სამი ავტომობილის შესვლა. ამაზე დაიკარგა ძალიან დიდი დრო.

ახლა ამბობენ, რომ ამ ავტომობილების სხვა მარშუტები გვაჩვენეთო, ხომ ხვდებით რაში იკარგება დრო. მათ პირიქით უნდა მოითხოვონ აქამდე რატომ არ არის ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რა უშლის ხელს? რატომ არ არის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია? ყველაზე დიდი ინფორმაციის მატარებელია ტელეფონი. თავიდანვე გამიკვირდა, რომ ტელეფონი ადგილზე იპოვეს. გასაგებია რატომ, ტელეფონი რომ არ ყოფილიყო, მაშინ გასაგებია, რომ მკვლელობის ვერსია უფრო გამყარდებოდა.

ადვოკატის ასეთი განცხადება, რომელიც საქმეს არის აცდენილი, ხშირ შემთხვევაში არასწორი ქმედება და არაინფორმირებულობა რამდენად აზიანებს გამოძიებას?

- ბუნებრივია, რომ გამოძიებამ უნდა მოიძიოს კამერებიდან ამონაწერები ამ მანქანების გადაადგილების მარშრუტის შესახებ, მაგრამ მათი მიზანი რა იყო, როცა ამ მანქანის ნომრები ტელევიზიით გაასაჯაროვეს? მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ სუს-ის ავტომობილები იყო, იცოდნენ, რომ ასე თვალთავლი არ ხდება. ოპერატიული მანქანა თუ უთვალთვალებს, წესით ისე უთვალთვალებს, რომ ობიექტი ვერ ხვდება. ეს ყველაფრი დააკავშირეს შავნაბადასთან, დააკავშირეს მის ხელმძღვანელთან და ამით გავიდნენ მთავარზე - ხელისუფლება არის ჩარეული, ანუ პოლიტიკურზე გავიდნენ.

რაც იყო მიზანიც და ამას მოჰყვა გარდაცვლილის დედის საკმაოდ ხმაურიანი განცხადება. თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამტკიცებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით...

- რა თქმა უნდა, შესასწავლია ეს განცხადება, მაგრამ თეთრი ძაფით არის ნაკერი. საიდან მოდის ეს ე.წ. ინფორმაცია? გაიხსენეთ ერთი თვის წინ რომელმა პოლიტიკურმა ძალამ და ვინ ამოწია ეს თემა - თურმე სომხეთში 300 სამხედრო ავტომანქანა შევიდა საქართველოს გავლით. ეს ქალბატონი პროკურატურასთან გამართულ აქციზე პირდაპირ დაწერილ ტექსტს კითხულობდა, პირდაპირ ბრალს დებს სახელმწიფოს იარაღით ვაჭრობაში. თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ ფარულად ვეხმარებით ჩვენი მტრის, რუსეთის მეგობარ სომხეთს. თურმე მისთვის ვყიდულობთ იარაღს და ვაწვდით. რაც მთავარია, ამ ქალბატონმა ინტერვიუში თქვა, რომ მილიონები გადაარიცხინეს მის შვილს ამ იარაღის შესაძენადო, არ ვიცი რატომ დაუწერეს ეს ტექსტი.

ფაქტია, რომ მიზანმიმართულად ხდება თურქეთსა და აზებაიჯანთან დაპირსპირების გაღვივება იმათ მიერ, ვინც ბაჩალიაშვილების უკან დგას. გასაგებია, რომ შვილმკვდარი დედაა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, რომ საკუთარი ტრაგედია ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს, რასაც ამ შემთხვევაში აკეთებს თეონა თამაზაშვილი. ფაქტია, რომ იგი მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ. შესაბამისმა სამსახურება არ უნდა დაიწყონ გამოძიება, მით უფრო, რომ საქართველო მოწყვლადია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობისთვის?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა ამ ქალბატონს დაუწერეს და დააზეპირებინეს. იმიტომ, რომ ტექსტში იხედებოდა. ნავარჯიშევის კვალი ეტყობოდა - ტერმინები, იგივე FBI, მე მგონია, დღესაც არ იცის, რომ აშშ-ს ფედერალური ბიუროა. ისიც ვერ უთხრეს, რომ ეს არის გამოძიების ფედერალური ბიურო. ხვდებით, როგორ არის გათვლილი - ამ ქალბატონს დაიბარებენ თუარა გამოკითხვაზე, ამას ხელახალი აჟიოტაჟის თემის საფუძველს გახდიან. შემდეგი სცენარიც უკვე დაწერილია. ამ ქალბატონს წამყვანი პირდაპირ უნერგავდა - საქართველოს ხელისუფლება რახან ეხმარება სომხეთს, სომხეთი რუსეთის მოკავშირეა და ესენი რუსეთის საქმეს აკეთებენო. ზუსტად ასეთი კითხვა დაუსვა და ამ ქალბატონმაც დიახ, დიახო დაუდასტურა. ეს არაა ჟურნალისტიკა, ეს უკვე არის მარაზმი. სამწუხაროდ, ჭირისუფლებს იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ათქმევინონ ის, რაც მათ სურთ.

ფაქტია, რომ ეს საქმე სერიოზული პროვოკაციების მასშტაბებს იძენს და როგორ შეიძლება დასრულდეს იგი?

- გეთანხმებით, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ეს არის ზუსტად ჩვენი ხელისუფლების და საგამოძიებო სისტემის ბრალი. 21-ე საუკუნეში კრიმინალისტიკა მწვერვალებზეა ასული და ის ვერ შეძლეს, რომ რამე ხელჩასაჭიდი ჰქონოდათ, რაც სიტუაციის არევას, დაძაბვას უწყობს ხელს და ამას ოპოზიცია იყენებს. ჩემი აზრით, სამწუხაროდ ბევრს არ აწყობს ამ საქმის გამოძიება, რადგან ე.წ. სენსაციები შემოაკლდებათ რეპორტაჟებისთვის და ამას რატომღაც, შეგნებულად, თუ შეუგნებლად ხელს უწყობენ სამართალდამცავებიც თავისი არაკომპეტენტური, ან დაგვიანებული რეაქციით. პასუხი უნდა მოსთხოვონ თეთრიწყაროს და რუსთავის პოლიციას. მუნდირის დაცვა არ უნდა მოხდეს და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის ხალხი, თუ მართლა არ ეძებნენ და ახლა მალავენ ამ ფაქტს. სამწუხაროდ, ეს არის კრიმინალური ფაქტი. დიდი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე გეოპოლიტიკაში არ არის გადასული.

26 აგვისტოს აშშ-ში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ცდილობდა მოესყიდა „ტესლას“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც თავის პერსონალურ კომპიუტერში უნდა დაემონტაჟებინა აპარატურა და ამის საშუალებით ამ რუს აგენტს ექნებოდა წვდომა „ტესლას“ ყველა საიდუმლოებასთან. შემდეგ ფულს მოსთხოვდნენ „ტესლას“ შანტაჟის გზით. ეს საქმე გახსნა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. მილიონ დოლარს სთავაზობდა რუსი აგენტი კრუჩკოვი ამერიკის მოქალაქეს, რომ ეს აპარატურა დაემონტაჟებინა. ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ ამავე მეთოდით მათ დაახლოებით 4 მილიონი დოლარი გამოსძალეს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას. მე ვფიქრობ, რომ პარალელი ძალიან საინტერესოა.

რას გულისხმობთ?

- ვფიქრობ, ბაჩალეიშვილი ჩართული იყო ისეთ სერიოზულ საქმეებში, როგორიც არის ინფორმაციის უკანონო წვდომა, რაც ფაქტობრივად დედამისმაც დაადასტურა - მილიონი გადაარიცხინესო. ის მილიონი იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს, თუ ვინმე კონკრეტული ადამიანის ანგარიშზე დაჯდა, ეს ხომ არავინ არ იცის. გამოძიებამ უნდა გამოკითხოს ეს ქალბატონი, რა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მილიონები გადაარიცხინეს. ან გარდაცვლილის აქვს ნათქვამი, ან მას წვდომა აქვს კიდევ სხვა ინფორმაციასთან, ესეც უნდა იქნას გამოძიებული.

ამბობენ, რომ ყველაფრი ვიცით, მაგრამ არაფერს არ ვიტყვით, გამოძიებას არ ვენდობითო - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, თუ არ იქნება ოჯახის და პროკურატურის ერთობლივი მოქმედებები და უპირველესად, თუ ოჯახმა არ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიებას. ჩვენ ვხედავთ, რომ პორცია-პორცია ხდება ინფორმაციის გაჟონვა კონკრეტულ ტელევიზიებში, რაც არ არის სწორი.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. თემურ ჭანუყვაძე თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, რომელსაც დედის განცხადებით, გარდაცვლილთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა. ის სამართალდაცველებმა უკვე გამოკითხეს. პროკურატურაშია ასევე, ალბომი, სადაც ბაჩალიაშვილისა და მისი შეყვარებულის ფოტოსურათებია. დედა, რომელიც ამბობდა, რომ მის შვილს შეყვარებული არ ჰყავდა, ახლა საპირისპიროს ამტკიცებს. რა მიზანს ემსახურება პერიოდულად ახალი პერსონების შემოყვანა?

- რამდენადაც ადვოკატის ინფორმაციას გავეცანი, მათ ეს ახალი პერსონა მოსწონთ იმიტომ, რომ აქ თვითმკვლეობის ვერსია უკვე დამთავრდა. ანუ, ეს ახალგზრდა, როგორც ჩანს, ჩვენებებში წერს, რომ არ იყო ისეთი ფსიქოლოგიური ტიპი, რომ სუიციდისკენ მიდრეკილი ყოფილიყოო. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მამა ყოველთვის შეზღუდულია, რაღაცა ინფორმაციები მას არ აქვს. დედა უფრო ინფორმირებულია, ეს გასაგებიც არის, მაგრამ ყველა დაინტერესებული ვართ ამ საქმის გამოძიებით, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ ქალბატონმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

გუშინდელი განცხადება - იარაღის ვაჭრობის თემაც, ბუნებრივია, რომ სენსაციისთვის იყო განკუთვნილი - მოითხოვა საქმეში თურქეთის და აზერბაიჯანის ჩართვა. თუ ეს ინფორმაცია მას ჰქონდა, ხომ შეეძლო ჯერ პროკურატურისთვის მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ იქვე იდგა პროკურატურასთან. აი, აქ არის პრობლემა. არ ვიცი, რამდენად მართებულია, მაგრამ მინდა, პარალელი გავაკეთო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან. თავიდან ეცადნენ, მაგრამ ბოლომე ვერ მისცეს პოლიტიკური საფუველი. იმიტომ, რომ მეორე მხარე, ოჯახის ადვოკატი პირდაპირ რეჟიმში სცემდა პასუხს, საზოგადეობას მეტ ინფორმაციას აწვდიდა და კითხვის ნიშნები არ რჩებოდა.

თეონა თამაზაშვილის განცხადება მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, რამდენად აყენებს ეს ზიანს სახელმწიფოს?

- ეს ქალბატონი თვითონ ამბობს, რომ განათლებით არის ექიმი. ეტყობა, არ იცის, რომ სამართლებრივად აზერბაიჯანს და თურქეთს არანაირი იურიდიული ბაზა არ აქვთ ჩაერიონ ამ საქმის გამოძიებაში. იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ანუ, საკითხის ასე დაყენება თავიდანვე არის ნონსენსი, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან მარტივია იმის გარკვევა, სად დაიწერა ეს სცენარი. ყველა ხვდებით, ვინ ცდილობს მაქსიმალურად გამოიყეს ეს საქმე.

ამ შემთხევავში სხვა ქვეყნების შემოყვანა საქმეში და სხვა ხელისუფლებების ჩართვა, ამ საქმის გეოპოლიტიკურ დონეზე აყვანა და თან ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანად, დადანაშაულება, რომ საქართველო არის იარაღით მოვაჭრე სახელმწიფო და ეხმარება ერთ მხარეს - სომხეთს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებზე პირდაპირი დარტყმა. არ ვიცი, იცის თუ არა ეს ამ ქალბატონმა, ან ვინ იყენებს მას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს. ამიტომ, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება გამოძიების და ხელისუფლების მხრიდან. ასე არ შეიძლება. ფაქტობრივად, კაპიტულაციაა, როცა ერთი მხარე ლაპარაკობს ყველაფერს, რაც უნდა, ხოლო მეორე მხარე დუმს.

 

mamago ქალბატონი თეონა?!
3 წლის უკან
Katana აფერუმ ბაჩალიაშვილის დედას! - იმდენი ქნა, ანგელოზად წარმოდგენილი უმანკო გოგონა... ჰაკერად, თაღლითად და საშიშ კიბერდამნაშავედ წარუდგინა საზოგადოებას!!!
3 წლის უკან
Katana . გამოძიების ქმედებები ისეთია, არ იცი კაცმა რა იფიქრო - არაპროფესიონალიზმითა და სიბრიყვით მოსდით, თუ განგებ იქცევიან ასე...

ადვოკატის ვერსიებზე კი, მიუხედავად ტრაგიკული ამბისა, მართლა ძნელია სიცილის შეკავება: სუს-ის უზარმაზარი შავი ჯიპები თუ მოძრაობენ შენ უკან, ე.ი. შენ გითვალთვალებენ!.. (აი, სირენებიც თუ ჩართული აქვთ, მაშინ უეჭველია, რომ ხორციელდება შენზე ფარული თვალთვალი!).

ჩერგოლეიშვილი გამახსენდა: ფოთის ქუჩებში მოძრავი ყველა მანქანა, რომელსაც თავისი ავტომობილის უკანა ხედვის სარკეში დაინახავს, მისი მოთვალთვალე რომ ჰგონია და აპროტესტებს:))
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახლა ჩემთვის გასაგებია 10 წლის წინ რატომ ედავებოდნენ ძალაობას, რატომ გამოუწერეს თამუნას მამას შემაკავებელი ორდერი! - ამ თამუნას დედის საქციელებს, მოქმედებას რომ ვუყურებ უნდა ვაღიარო, რომ შემთხვევით ჩემი ცოლი რომ ყოფილიყო კარგა ხანია სამუდამო პატიმრობა მექნებოდა მოსჯილი!
3 წლის უკან