საქართველოს პროკურატურასთან, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია მიმდინარეობს .
აქციაზე იმყოფება, თამარის დედა, თეონა თამაზაშვილი, რომლის აზრითაც საქმეში 3 მაღალჩინოსანი მონაწილეობს.
თამაზაშვილის თქმით, აუცილებელია, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს.
"მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლით. მკვლელი თუ მკვლელები, სავარაუდოდ სამ მაღალჩინოსანზე როდესაცაა საუბარი. ფაქტია, რომ ალყაში ჰყავდათ ჩემი შვილის მანქანა და ისე მიჰყავდათ. გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. ბატონი მიხეილი დადებს რაღაცას და ისინი ცდილობენ გაპრავებას. თურმე სამი მანქანა ყოველდღე მოდის გაჩიანიდან და მიდიან შავნაბადაზე. რომ მოითხოვა ბატონმა მიხეილმა დამიდეთ, რომ ყოველდღე და ზუსტად იგივე დროს ხდება და შემდეგ შავნაბადადან სად წავიდნენ. მითხრეს, რომ შავნაბადიდან ძალიან ბევრი საიდუმლო გასასვლელია. ბევრი ხალხი არ ჩავრთე პოლიტიკური ელფერი რომ არ მისცემოდა. ვაპირებ, რომ ეს პოლიტიკურში გადაიზარდოს, სადამდეც იქნებიან, დისკომფორტი ექნებათ. სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს ვაპირებ", - აცხადებს თამაზაშვილმა.
როგორც აქციაზე თამაზაშვილმა განაცხადა, ბაჩალიაშვილმა ნახა ფაილები, ყარაბახის ომის იარაღით მომარაგების ინფორმაცია იყო.
"აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობას მოვუწოდებ დაინტერესდეს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით. გადაამოწმონ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობა. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს სხვადასხვა კომპანიებიდან მილიონები, რომ იარაღის შეძენას დიდი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში", - განაცხადა თამაზაშვილმა.