ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, მინსკში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს 125 ადამიანია დაკავებული, ძალოვანებმა აქციის დროს სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს.
„16:00 საათის მონაცემებით 125 ადამიანია დაკავებული, რომელთა მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული პროცესი, რაც არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ მიღებულია აუცილებელი ზომები, რაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. ამოქმედებულია სპეცტექნიკა“, - განაცხადა ჩემოდანოვამ.
დღეს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მინსკის ცენტრში დაიწყო მორიგი არასანქცირებული საპროტესტო აქცია, რომლის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ.
პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე ჯავშანტრანსპორტიორებიც მივიდნენ. სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობს.
ძვირფასო ალექსანდრ გრიგორევიჩ, ბატონო არჩეულო სახალხო პრეზიდენტო! გილოცავთ დაბადების დღეს, თქვენ დღეს შეგისრულდათ 66 წელი! ეს არის პოლიტიკური სიმწიფის და სიბრძნის ასაკი, რომელიც თქვენ ისედაც არ გაკლდათ! ახლა როცა თქვენს საყვარელ სამშობლოზე, ბელორუს ხალხზე, პირადად თქვენზე მიმდინარეობს უპრეცედენტო შეტევა დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან,აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან... მინდა მხარში დაგიდგეთ, გაგამხნევოთ და გისურვოთ სულის სიმტკიცე და რკინისებური ჯანმრთელობა, რომ დაიცვათ თქვენი ლამაზი, კრიალა სამშობლოს სუვერენიტეტი, სანიმუშო წესრიგი და საერთოდ უბრალო ხალხის თანასწორობა და კეთილდღეობა! ღმერთი იყოს თქვენი და ბელორუსიის მფარველი!