,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, დარჩელში, იტალიიდან დაბრუნებულ ნინო ხუფენიას, ზუგდიდის მოქმედ მაჟორიტართან მერაბ ქვარაიასთნ ერთდ შეხვდა.
,, კორონავირუსმა უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა. ერთ-ერთი ქალბატონი, ნინო ხუფენიაა, რომელსაც დღეს დარჩელში შევხვდი. ქალბატონი ნინო წლების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა, მუშაობდა და იქიდან არჩენდა ოჯახს. კორონავირუსმა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად იტალია დააზარალა, რამაც უარყოფითად იმოქმედა იქ მყოფ ქართველებზე და, მათ შორის, ნინო ხუფენიაზეც. როგორც ქალბატონმა მოგვიყვა, რომ არა საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობა, ის ოჯახსა და სამშობლოს ვერ დაუბრუნდებოდა. მნიშვნელოვანი იყო უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარების გაცემაც.
აქვე, უნდა აღინიშნოს ჩვენი მთავრობის ძალისხმევა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების თავდაუზოგავი მუშაობა, რომლებმაც რამდენიმე ათას მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება საცხოვრებლით, საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებითა თუ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.