BBC-ის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 7 თვეში, ბრაზილიაში ამაზონის ტყის 13,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაიწვა, რაც ლონდონზე 8-ჯერ დიდ ტერიტორიას წარმოადგენს.
ბრაზილიის პრეზიდენტიმა, ჟაირ ბოლსონარომ ხანძრის არსებობის ფაქტი უარყო და როგორც მან აღნიშნა ეს მისი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებული სიცრუეა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ხანძრების ჯამური რაოდენობა ივლისის თვის პერიოდამდე მაღალია, თუმცა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ნაკლებია.
ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28,100 კუბური მეტრი არალეგალური ხის კონფესკაცია მოხდა, ხოლო ჯარიმების ჯამურმა რაოდენობამ კი 407,2 მილიონი ბრაზილიური რეალი შეადგინა.