"არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს, წარმოდგენა არ მაქვს მასზე. ვინ მენდობა და ვინ – არა, არსებობს ქალბატონი თეონა, არსებობს ბატონი ჯუმბერი და თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემს ნდობა-უნდობლობასთან დაკავშირებით, მათ ჰკითხეთ. "იმედი" არის სამთავრობო ტელევიზია.
ეტყობა ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ამ საქმისადმი ჩემმა მიდგომამ და ჩემს მიერ გამოჩიჩქნულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა სუს-ს იმიტომ, რომ მე ვნახე სამი ჯიპი, ვითხოვ ამონაწერებს და ა.შ. ახლა იწყებენ სამთავრობო კომპანიებიდან და მერე ალბათ ჩემს სიცოცხლეზეც გადმოვლენ.
შეეკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ - არა. თამუნას შეყვარებულის ჩვენებებიც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ. მოწონება ერთია, სიყვარული – მეორე. ეს ბებია ორმოცზეც არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობები არ მინახავს მასთან. მეათეხარისხოვანი ნათესავები არ ვიცი მე. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს.
როდის გამოჩნდა ასეთი ბებია, არ ვიცი. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ ამ ქალბატონს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც მე ვასრულებ და თვითონ გადაიხდის ყველა ფულს. ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და ჩემი ღირსება და რეპუტაცია შელახონ. ამათი მიზანი ესაა იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, ვერაფერს! სუსი რომაა ამ საქმეში ჩართული, უკვე ნათელია და ახლა გამოჩნდა “ბებია”, ახლა გადმოვიდნენ ჩემზე" - ამბობს მიხეილ რამიშვილი.