დავით ზურაბიშვილი სააკაშვილზე: „მე ვბრუნდები

დავით ზურაბიშვილი სააკაშვილზე: „მე ვბრუნდები" არის შემზადება, რომ პრემიერად დააყენონ

„სააკაშვილი არც ბრუნდება და არც ბოდიშს იხდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომას თავის თავს უთვლის, უფრო მეტი რომ არ დაიჭირა და ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე არ მიხედა. „მე ვბრუნდები", არის შემზადება პრემიერ-მინისტრად დააყენონ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„4 წლის წინაც თქვა, ჩამოვალო, მაგრამ იცის, რომ დაიჭერენ და თავს დასაჭერად ნამდვილად არ გადადებს. ოდესღაც შეიძლება ჩამოვიდეს. სააკაშვილი არც ბრუნდება და არც ბოდიშს იხდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, შეცდომას თავის თავს უთვლის, უფრო მეტი რომ არ დაიჭირა და ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე არ მიხედა.

„მე ვბრუნდები", არის შემზადება პრემიერ-მინისტრად დააყენონ. შეიძლება ეს მის გუნდში ბევრს არ მოსწონს, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ ვერცერთი ვერ წავა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილი თუ დაასახელა, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან იქნება კრიტიკა, მერე კი ვინ ვის დაუჭერს მხარს და ვინ ვისთან წავა, არ ვიცი.

უაზრობა მგონია ეს ყველაფერი, რაც დღეს ამ ფსევდო ერთობასთან დაკავშირებით ხდება. არასწორი იყო მაჟორიტარებზე ამხელა ფსონის დადება, ან თუნდაც ასე საზეიმოდ 6 მაჟორიტარის წარდგენა. მერე ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. თუ ერთობით გასვლა უნდოდათ, ერთიანი სია უნდა ყოფილიყო. ეს უფრო სწორი იქნებოდა. თუ არ უნდოდათ ერთობა, ჯობდა ადრე დაფიქრებულიყვნენ და ამომრჩეველიც მზად ყოფილიყო. გვიან დაიწყეს ერთმანეთთან გარჩევა. არ ვარგა, როცა პოლიტიკური ძალა შეთანხმებას დაარღვევს, სიტყვის ფასი უფრო მნიშვნელოვანია.

ასე რომ, არანაირი ერთობა არ არსებობს და მემორანდუმებზე საუბარიც არასერიოზულად მიმაჩნია, კოალიციას არ შევუქმნით ამ ხელისუფლებასო. ჯერ ერთი საქმე აქამდე არ მივა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდიანრე; „ოცნებას" შეიძლება სართოდ არ დასჭირდეს კოალიციის შექმნა ვინმესთან. თეორიულადაც რომ დავუშვათ და ოპოზიციამ მოახრეხოს უმრავლესობით მოსვლა, ყველაფერი მაინც ნულიდან დაიწყება. ეს იქნება ახალი დედამიწა და ახალი მზე, მერე ვინ ვისთან შევა და ვინ ვისთან წავა, არავინ იცის," - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.