მეუფე შიო: ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას

მეუფე შიო: ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას

საქართველო არის წილხვედრი ღვთიმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

მეუფე შიომ დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მიძინება ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა, უდიდესი დღესაწაული, როდესაც ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა მიიძინა. მის მიცვალებას, მიძინებას უწოდებს წმინდა ეკლესია.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველო არის წილხვედრი ღვთიმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანსს და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება", - განაცხადა მეუფე შიომ.