მამუკა მდინარაძე: ამომრჩევლის მოსყიდვა კიდევ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს

მამუკა მდინარაძე: ამომრჩევლის მოსყიდვა კიდევ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს

ერთადერთი რამის მიმანიშნებელი იყო ოპოზიციის გამოხმაურება ჩვენს ინიციატივაზე - რაღაც უნდა ეთქვათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ პოლიტიკური ნება ამითაც გამოვხატეთ და აღსრულებაშიც გამოვხატავთ, რომ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რომლის მიხედვითაც მოსყიდვა, რომელიც აქამდეც იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, კიდევ უფრო მკაცრ სანქციონირებას დაექვემდებაროს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.

საქართველოში საპარალემნტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.