"დავანახებთ ჩვენს ძალას" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს.

აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება ჭიანურდება და 41 დღის შემდეგაც არ აქვს ოჯახს პასუხი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა მათი შვილი

"ჭიანურდება გამოძიება, დავანახებთ ჩვენს ძალას, რომ არჩევნებამდე არ გაიწელოს ეს ყველაფერი" - ამბობს თეონა თამაზაშვილი.