პატარა ბოკერია ხართ, ურწმუნო ბრძანდებით - ირმა ინაშვილმა

პატარა ბოკერია ხართ, ურწმუნო ბრძანდებით - ირმა ინაშვილმა "კურიერის" წამყვანს "სამარცხვინო ჟურნალისტი" უწოდა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა კურიერის წამყვანს "სამარცხვინო ჟურნალისტი" და "პატარა ბოკერია" უწოდა.

პირდაპირ ეთერში წამყვანმა ინაშვილს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რომელიც მას არ მოეწონა.

წამყვანის თქმით, აფხაზეთში ამბობენ, რომ ინაშვილს მათთან დიალოგი არ დაუმყარებია და ის მხოლოდ რუსეთის დახმარებით ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ რეპლიკისა და კითხვების შემდეგ ინაშვილმა წამყვანს მიმართა:

"პირადად თქვენ ხართ სამარცხვინო ჟურნალისტი, რა. ძალიან მიკერძოებული და სამარცხვინო, პატარა ბოკერია ხართ. სამარცხვინოა თქვენ მიერ დასმული შეკითხვები, ეს არის საინფორმაციო შტურმი ჩემ წინააღმდეგ, გასაგებია ეს ჩემთვის, მე გპასუხობთ და თქვენ იმეორებთ - კრემლი, კრემლი, კრემლი" - თქვა ინაშვილმა.