იდუმალებით მოცული სამი შავი ჯიპი ბაჩალიაშვილის საქმეში - რა დაადგინა პროკურატურამ

იდუმალებით მოცული სამი შავი ჯიპი ბაჩალიაშვილის საქმეში - რა დაადგინა პროკურატურამ

გენერალური პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება გარდაცვლილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.