„ამ პატარა ეპიზოდმა ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ბევრი შრე წარმოაჩინა

„ამ პატარა ეპიზოდმა ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ბევრი შრე წარმოაჩინა"

„ამ პატარა ეპიზოდმა ბევრი შრეები წარმოაჩინა ქართულ- აფხაზურ და აფხაზურ-რუსულ ურთიერობებში. ვერც რუსეთმა და ვერც „პატრიოტთა ალიანსმა" ვერ გათვალა, რამდენად მიუღებელია აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში საიდუმლო მოლაპარაკებები საქართველოსთან" - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს აფხაზეთში.

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია თანამდებობიდან გადადგა. გადაგომის მიზეზად, მან აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილება დაასახელა. „პატრიოტთა ალიანსის" ოკუპირებულ რეგიონში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის ვეტერათა ორგანიზაია „არუაამ" დე ფაქტო ხელისუფლებისგან ინფორმაციის გასაჯაროვება მოითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრები გამართეს.

აფხაზურ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ლაშა საქანიამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანის ლიდერებს „ჰუმანიტარული მისიით" შეხვდა. შეხევედრის მიზანი კი, რომელიც „რუსი მეგობრების" მხარდაჭერით დაიგეგმა, დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატის გადაცემა იყო. ლაშა საქანიას განმარტებით, მან შეხვედრის შესახებ შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში არც გალის რაიონის ადმინისტრაცია, და არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მისცემოდა.

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო და ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა.

„კანონით არავის ეკრძალება და ყველას შეუძლია გადავიდეს, მეც და თქვენც. „პატრიოტთა ალიანსის" იქ შესვლა იყო რუსების დამსახურებაა. ლაშა საქანიამ ჯერ მოიტყუა, მერე თქვა, რომ რუსებმა თხოვეს, პირადად მას კავშირი არ ჰქონია, რუსებმა დამირეკესო. რუსებისთვის ეს იყო „პატრიოტთა ალიანსისთვის" წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერათ, მაგრამ ვერ გათვალა ვერც რუსეთმა და ვერც „პატრიოტთა ალიანსმა", რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია საიდუმლო მოლაპარკებები საქართველოსთან. პირადი კონტაქტები კი, მაგრამ საიდუმოლო მოლაპარკებები გამაღიზიანებულია. ბჟანიასთვისაც ეს იყო მარცხი, ფაქტიურად მისი განცხადებები საქართველოსთან მოლაპრაკების დაწყებაზე ეჭვქვეშ დააყენა, ნახა, რამდენად ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. ბჟანიამ ვერც ის გათვალა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან" მოლაპრაკება არაფერს მოუტანდა, რადგან ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში არ არის. ეს არის სიგნალი, რომ აფხაზეთში ყველაფერს ვერ მართავს რუსეთი. ამ ერთმა პატარა ეპიზოდმა ბევრი შრეები წარმოაჩინა ქართულ-აფხაზურ და აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.