თეა წულუკიანი: ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის

თეა წულუკიანი: ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის

დარწმუმებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟოროტარო ოლქში, ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს და დასუსტდება თუ არა, მათი განხილვის საგანი არ არის.

„ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის, ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, მათ შორის ამჟამინდელი თუ მომავალი თანამდებობები. მათ სახეს კარგად წარმოაჩენს ხალხის თვალში და რეალურად, კიდევ უფრო ამცირებს, ისედაც მცირე შანსებს საარჩევნო და პოლიტიკური გაგებით, რაც მათ მანამდე ჰქონდათ. ჩვენ დარწმუმებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟოროტარო ოლქში, ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს და დასუსტდება თუ არა, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირებს.