ოთარ კახიძე: შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამ და არა მიხეილ სააკაშვილმა

ოთარ კახიძე: შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამ და არა მიხეილ სააკაშვილმა

"ევროპულის საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, შეცდომები მთლიანად წინა ხელისუფლებას აქვს დაშვებული და არა მიხეილ სააკაშვილს.

როგორც კახიძემ განაცხადა, შეცდომები, რომელიც ახლანდელ მმართველ გუნდს აქვს დაშვებული, წინა ხელისუფლების შეცდომებთან შედარებით "სრულად ასიმეტრიულია".

"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ივანიშვილის მხრიდან. რაც დადასტურებული აქვს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები არის შეთითხნილი. რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებებთან შედარებით, ჩემი აზრით, არის სრული ასიმეტრია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს და ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული, არამედ, წინა ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, გააზრებული გვაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება რა აქვს გააზრებული მიხეილ სააკაშვილს, მას უნდა კითხოთ",- განაცხადა კახიძემ.